არის რამე იმაზე იშვიათი, რაც სუპემთვარის სრული დაბნელებაა? შესაძლებელია, ეს არის სუპერმთვარის დაბნელება ჭექაქუხილის თავზე. ფოტოთა ეს ეფექტრი სერია ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთში, კუნძულ იბიცაზე არის გადაღებული. ასტროფოტოგრაფს გულდასმით შეურჩევია გადაღების ადგილი და დრო, რათა დაბნელების სრული მიმდევრობა აღებეჭდა.
ესპანელს, არც ქართველი ასტროფოტოგრაფი ჩამორჩა, ეს მოვლენა უკვე ყველასათვის კარგად ცნობილმა დავით დვალმაც გადაიღო(ლექცია).
ერთად-ერთი, რაც წინასწარ ზუსტად ვერ ეცოდინებოდათ – ამინდია, ესპანელს, ჰორიზონტთან გამოჩენილი ღრუბლები აშფოთებდა, რაც საბოლოოდ, სასარგებლოც კი აღმოჩნდა მისთვის, თბილისის თავზე კი ღრუბლის ნასახიც არ იყო. ეს გამოსახულება, ერთი ღამის განმავლობაში ერთი და იგივე წერტილიდან გადაღებული, ციფრულად დამუავებული 200-ზე მეტი კადრით არის შედგენილი. ჩამავალი სავსე მთვარე, დედამიწის ჩრდილში მკრთალდება და წითლდება, შემდეგ კი ჩვეულ ელფერს იბრუნებს. გაელვება, 400 მეტრის სიმაღლის კუნძულიდან – ეს ვედრა, მარჯვნივ, ხმელთაშუა ზღვის წყლებში აირეკლება. დიდი და ელვარე სუპერმთარის მომავალი სრული დაბნელება 2033 წელს მოხდება. ჩვეულებრივი სავსე მთვარის დაბნელება კი 2018 წლის იანვარში იქნება, რომელიც ყველაზე უფრო უკეთესად აღმოსავლეთ აზიიდან და ავსტრალიიდან გამოჩნდება(28 სექტემბრი – სუპერსავსე, დაბნელებული, სისხლიანი მთავრე).