პლუტონი – ქთულჰუ

 მზის სისტემის კიდედან, მაღალი გარჩვადობის ახალი ფოტოები მოდის. ავტომატური კოსმოსური სადგური „ახალი ჰორიზონტები“, რომელმაც პლუტონთან ახლოს 2015 წლის ივლისში გაიფრინა, ტექნიკური მონაცემების გადმოცემა დაასრულა და ახლა, თავისი უზარმაზარი არქივიდან, პლუტონისა და მისი თანამგზავრების ფოტოებს გვიგზავნის. წარმოდგენილი გამოსახულება, რომელიც ციფრული დამუშავებით რამდენიმე ფოტოთი არის შედგენილი, ზედაპირის უჩვეულო დეტალებს გვიჩვენებს – კრატერები, ზეგნები და სხვა თავისებურებები, რომლებიც ჯერ არავის უნახავს და ძალიან ჰგავს დედამიწისეულს, რაც სრულ მოულოდნელობას წარმოადგენს მეცნიერთათვის. გამოსახულების ზედა ნაწილში, უჩვეულოდ გლუვი ვაკე – სპუტნიკი ჩანს, ხოლო შედარებით მუქი, კრატერებით დაფარული – ქთულჰუ, კამერის ქვეშვე. ზონდმა, პლუტონთან ახლოს ფრენის დროს შეაგროვილი მონაცემების მხოლოდ რამდენიმე პროცენტი გადმოსცა, ამიტომ ჯუჯა პლანეტის დარჩენილი ფოტოების გადმოცემას შორეული კოსმოსიდან, სხვა სამიზნესკენ ფრენის დროსაც გამოაგზავნის(მისია ახალი ჰორიზონტები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.