67P/ჩურიუმოვი-გერასიმენკოს კომეტაზე, სამი დიდი დაკიდებული ქვა იქნა აღმოჩნილი. ამ ფაქტმა, მისია როზეტას სპეციალისტები საგონებელში ჩააგდო. აკერის სახელით ცნობილი რაიონის ქვის ლოდები, დედამიწაზე არსებულ ბუნებრივ მოვლენას გვაგონებენ.
უჩვეულო ქვის ფორმაცია, წინა წლის სექტემბერს იქნა შემჩნეული. მეცნიერთა თქმით, მათ შორის ყველაზე დიდი ლოდი, დიამეტრით 30 მეტრი, პრაქტიკულად არ ეხება კომეტის ზედაპირს.
დაკიდებული ქვები გვხვდება დედამიწაზც – გეოლოგიური წარმონქმნები, რომლებიც ოდნავ ეხებიან თავიანთ საყრდენს. გვერდიდან ეს ყველაფერი ისე გამოიყურება, რომ ნებისმიერ მომენტში ქვები ან გადაიხრება, ან გადმოცვივდება ძირს. ზოგიერთი მათგანი მყინვარის დნობის შედეგად გაჩნდა, ზოგიც – წყლისა და ქარის ზემოქმედებით(გამყინვარების პერიოდი იგვიანებს…).
კომეტაზე, დაკიდებული ქვების არსებობა გამოცანად რჩება ჩვენთვის, ამბობს OSIRIS-ის ჯგუფის წამყვანი მკვლევარი ჰოლგერ სირქსი.
მიუხედავად ამისა, მკვლევარები თვლიან, რომ ეს, კომეტურ აქტიურობასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული, რაც ქვებს ერთი ადგილიდან მეორეში გადაადგილებას აიძულებს.
შემდგომი კვლევების ჩასატარებლად, დამატებითი ფოტოების გადაღება იქნება საჭირო, რათა მეცნიერებმა სრული წარმოდგენა შეიქმნან დაკიდებული ქვების ბუნებაზე(მისია „როზეტა“;67P/ჩურიუმოვი-გერასიმენკოს; კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი; კომეტები).
ალბათ აორთქლებადი ნივთიერებები აორთქლდა და დარჩა კლდოვანი მასა