კალიფორნიელი პლანეტოლოგები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მზის სისტემის განვითარების ადრულ ეტაპებზე ახალგაზრდა იუპიტერის მიზიდულობას მზესთან ახლოს მძრავი ზედედამიწების ტრაექტორიათა შეცვლა და მათი განადგურება შეეძლო(Proceedings of the National Academy of Sciences).
მეცნიერები იმ მიზეზებით დაინტერესდნენ, რომელთა გამოც მზის სისტემა არ ჰგავს სხვა სისტემებს. ითვლება, რომ გალქტიკის ვარსკვლავთა უმრავლესობას ეკზოპლანეტები გააჩნია, რომელთა შორის ყველაზე მასიურები ვარსკვლავიდან ყველაზე ეუფრო შორეულ ორბიტებზე მოძრაობენ, ხოლო მნათობთან ახლოს(უფრო ახლოს, ვიდრე მერკურია მზესთან) მცირე ბრუნვის პერიოდების მქონე ცხელი ეკზოპალნეტები მოძრაობენ. მზის სისტემაში ყველაფერი სხვაგვარადაა: ყველაზე უფრო მასიურ იუპიტერსა და სატურნს იქეთ, უფრო მსუბუქი ნეპტუნი და ურანია, ხოლო მნათობთან ყველაზე უფრო ახლოს კლდოვანი მერკურია.
კომპიუტერული მოდელირებით, რომელიც ვარსკვლავის გარშემო არსებული პროტოდისკოსგან პლანეტების ფორმირების სტანდარტული საწყისი პირობების იმიტირებას ახდენს, მეცნერებმა დაასკვნეს, რომ მზის სისტემის ევოლუციის ადრეულ ეტაპებზე იუპიტერს მზის მიმართულებით მიგრაცია შეეძლო, 5 ასტრონომიული ერთეულიდან 1,5 ასტრონომიულ ერთეულამდე(მანძილი მზიდან მარსამდე).
შორეულ წარსულში იქ არსებული ზედადემიწების ორბიტების გრავიატციული შეშფოთებების შედეგად ხდებოდა ამ ახალგაზრდა პლანეტების ერთმანეთთან, ასევე ასტეროიდებთან და სხვა ციურ სხეულებთან შეჯახებები. ამ პროცესებმა ახალგაზრდა ზედედამიწების განადგურება გამოიწვია, რომელთა მატერიისგან დედამიწის ჯგუფის პლანეტები ცამოყალიბდნენ(მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი).
მეცნიერთა ვარაუდით, ფორმირებული სატურნის გრავიტაცია უფრო ხნიერი იუპიტერის დამანგრეველ ქმედებას ხელს უშლიდა და მზიდან შორს გადაიტანა იგი.