ასტრონომებისთვის ცნობილი ყველაზე უფრო ძველი ახალი ვარსკვლავი(ობიექტი, რომლის ნათება მკვეთრად იზრდება), რომელიც 1670 წელს შეამჩნიეს, არა ახალი ვარსკვლავი აღმოჩნდა, არამედ ორი ვარსკვლავის შეჯახების იშვიათი მოვლენა, ზეახლის აფეთქებაზე ოდნავ მცირე სიმძლავრით. XVII საუკუნეში Nova Vul 1670 შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, მერე კი კვალის დაუტოვებლად გაქრა. მისი ბუნების დადგენა მხოლოდ 340 წლის მერე მოხერხდა, სუბმილიმეტრული დიაპზაონის რადიოტელესკოპების დამხარებით(Nature).
1670 წელს მომხდარ ახლის ანთებას ევროპის წამყვანი ასტრონომები: იან ჰეველი და ჯოვანი დომენიკო კასინი, 2 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ამ დროის გასვლის მერე კი Nova Vul 1670 მათი თვალთახედვიდან გაქრა.
ХХ საუკუნეში ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ახალ ვარსკვლავთა უმრავლესობა თეთრი ჯუჯასა და ვარსკვალი-კომპანიონის მჭიდრო ორმაგ ვარსკვლავურ სისტემებში მომხდარი აფეთქებისმაგავრი პროცესების შედეგად ჩნდება. რაც შეეხება Nova Vul 1670-ს, მისი კვალი მხოლოდ 1980 წელს აღმოაჩინეს, შესწავლით კი ალახანს შეისწავლეს: APEX-ით ჩილედან, სუბმილიმეტრული მასივით ა.შ.შ-დან და ეფელსბერგის რადიოტელესკოპით გერმანიიდან.
”ვარსკვლავის ნარჩენი ცივი, მოლეკულებით მდიდარი, უჩვეულო ქიმიური შემადგენელის მქონე გაზით არის გარემოცული” – ამბობ კვლევის წამყვანი ავტორი ტომაშ კამინსკი. გაზის მასა, მისი იზოტოპური შემადგენელის თანაფარდობა ამ ზონაში, ახალი ვარსკვლავების პარამეტრთათვის არადამახასიათბელია.
ასტრონომთა აზრით, 1670 წელს ადგილი ჰქონდა ვარსკვლავთა შერწყმის უკიდურესად იშვიათ შემთხვევას, შიდა ზონიდან ნივთიერებათა მასების გამოტყორცნით. შედეგად, დარჩა მხოლოდ მკრთალი ნარჩენი, შემოფარგლული მოლეკულებითა და მტვრით გაჯერებული ცივი გაზით.