ღრმულები, ეროზია და ბატის ტყავი…

კვლევითი ინსტრუმენტი – OSIRIS, ”როზეტადან”, რომელმაც კომეტა 67P/ჩურიუმოვ-გერასიმენკოს ზედაპირს 10 კილომეტრის მანძილზე გადაუფრინა, შეაგროვა მონაცემები, რომლებიც მეცნიერებმა ათი გამოსახულების სახით წარმოგვიდგინეს.
კომეტის სხვადასხვა რეგიონებს ეგვიპტურ ღვთაებათა სახელები შეარქვეს – ანუბისი, ათონი და ა.შ. ეს რეგიონები ბრტყელი რელიეფით გამოირჩევიან და ღრმულებს შეიცავენ: ალბათ, არც თუ ისე დიდი ხნის წინათ(გეოლოგიური თვალსაზრისით), აქედან დიდი ფრაგმენტები მოსწყდა კომეტას.
ამოფრქვეული გაზების შადრევნები, ატმოსფეროს არმქონე კომეტის ზედაპირზე დამახასიათებელ ტალღურ სტრუქტურებს წარმოქნიან.
OSIRIS-მა აღმოაჩინა ორმო, რომელიც, როგორც ჩანს, კომეტის ბირთვში დაგროვებული ყინულისა და მტვრის ამოფრქვევით წარმოიქმნა.
უსწორმასწორო სტრუქტურებს ”დინოზავრის კვერცხები” და ”ბატის ტყავი” შეარქვეს. ითვლება, რომ სწორედ ამ მასალით არის ”აშენებული” კომეტის ბირთვი.
კომეტის ბირთვს ”იხვის” ფორმა აქვს – ”თავი” და ”სხეული”, რომლებიც თხელი ”კისრით” არის შეერთებული. სხვანაირად რომ ვთქვათ, კომეტას ორი ბირთვი აქვს. ნაპრალი, კომეტის კისერზე, მეცნიერთა აზრით, დროთა განმავლობაში ორ ნაწილად გაყოფს ამ ობიექტს.
კისერი ყველაზე უფრო ნაკლებ სითბოს იღებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი სხვადახვა მდგომარეობას იჭერს სივრცეში და ბირთვის ორი ნაწილიდან არეკლილ სინათლესაც იღებს, ყველაზე უფრო ნაკლებად თბება. მეცნიერებმა ახსნა ვერ მოუძებნეს ამ მოვლენას.
ნივთიერებათა ყველზე უფრო ინტენსიური ამოფრქვევა ბირთვების შემაერთებელი რეგიონიდან ხდება.
მიკროგრავიტაციისა და ეროზიის გამო, ზედაპირული მატერია ლოდებისა და პატარა ქვების ფორმას იღებს, უჩვეულო პოზიციებით სივრცეში. ცივი ფერებით, შედარებით ვაკე ადგილებია ნაჩვენები, ყვითლით კი ფერდობები.
სუბლიმაცია(ყინულის პირდაპირი აორთქლება, თხევად ფაზაში გადასვლის გამოტოვებით) ეროზიას აძლიერებს. ნივთიერებათა ფრაგმენტები კლდეებიდან ქვემოთ ეშვებიან და ქვედა ფენებს აშიშვლებენ.
მზესთან მიახლოებასთან ერთად, კომეტა გაზისა და მტვრის ამოფრქვევას უმატებს. ორმოებს, საიდანაც ნაწილაკები ამოდიან, ჯერჯერობით სძინავთ. მნათობთან მიახლოებამ ზოგიერთი მათგანი გამოაღვიძა: ზედაპირს ქვემოთ არსებული ფენები თბება რაც გაზისა და მტვრის ჭავლებს აჩენს(მისია ”როზეტა”).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.