მისტიური კანეტო დი კარონია

 შემეცნებითი არხების მოყვარულებმა იტალური ქალაქი სახელად კანეტო დი კარონია კარგად იცით. მისი ანომალური ისტორია 2004 წლის იანვრიდან დაიწყო, როცა ყოველგვარი ხილული მიზეზის გარეშე ავეჯმა, ტექნიკამ, წყალგამტარმა მილებმაც კი თვითაალება დაიწყეს. ქალაქს ელექტრომომარაგება შეუწტვიტეს, თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო, რის გამოც მოსახლეობის დროებით ევაკუაციამდე მივიდა საქმე. ვერც გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ნაციონალური ინსტიტუტის თანამშრომლებმა და ვერც იტალიის საზღვაო ფლოტის ექსპერტებმა გარკვიეს რამე. ქალაქის მოსახლეობამ ამ ამბავში ეშმაკის ხელი დაინახა, ჩაატარეს განწმენდის კათოლიკური რუტუალი, თუმცა უშედეგოდ.

kanote di cecxli eqspertebi

 მოგვიანებით, ადამიანებს მაინც ანომალიებთან ერთად მოუხდათ ცხოვრება – გამდნარ კონდენცინერებთნ და გამტარებთან ერთად, ტკაცუნით მტვრევად ავტომობილის შუშებთან, თვითაალებად ავეჯთან და უჩვეულოდ დახოცილ ცხოველებთან ერთად.

 2005 წლის აპრილში იტალიის მთავრობამ სპეციალური საგამოძებო ჯგუფი შექმნა ოფიცრების, ინჟინრების, არქიტექტორების, გეოლოგებისა და ფიზიკოსების მონაწილეობით, რათა ქალაქში მომხდარი უჩვეულო მოვლენათა მიზეზები გაერკვიათ. დაფიქსირებული იქნა გაურკვევევლი წარმომავლობის მაღალი სიხშირის ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომელიც, სავარაუდოდ, ზღვის მხრიდან მოდიოდა, თუმცა, ერთი წლის მერე საქმე „უცნობი გამოსხივების“ შესახებ დაიხურა.

kanote di cecxli abazana

 ახლა, მცირე სიწყნარის მერე, უჩვეულო ხანძრები ისევ დაბრუნდნენ. 2014 წლის 30 სექტემბერს კანეტო დი კარონიას სხვადასხვა რეგიონებში თვითაალების ფაქტები დაფიქსირდა. მასმედიის თქმით, მოხდა მოსახლეობის კიდევ ერთი ევაკუაცია.

 იტალიელებს შორის ხმა გავრცელდა, რომ ეს ყველაფერი ერთი ადამიანის ბრალი შეიძლება იყოს, რომელმაც ძლიერი ემოციური შოკი გადაიტანა, რის გამოც მას ზებუნებრივი თვისებები განუვითარდა. ჟურნალისტების თქმით, ადამიანის ფანტაზიებს საზღვარი არა აქვს და თუ ექსპერტები ამ მოვლენებს მეცნიერულ ახსნას ვერ მოუძებნიან, კიდევ უფრო გაუგონარი თეორიები შეიძლება გაჩნდნენ, ვიდრე აქამდე გვსმენია.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.