მზიდან პირველი პლანეტის ზედაპირზე ყინულის აღმოჩენა, ღუმელში თოვლის აღმოჩენას ჰგავს – მერკურის ტემპერატურა ხომ 426 გრადუსამდე შეიძლება ავიდეს. მიუხედავად ამისა, იქ ყინული მაინც არის. NASA-მ მყარ მდგომარეობაში მყოფი წყლის მერკურიზე ნამდვილად არსებობის რადიოლოკაციური და ფოტოგრაფიული მტკიცებულებები მიიღო.
ამ აღმოჩენის გაკეთება საპლანეტათშორისო ავტომატური კოსმოსური ზონდის – ”მესენჯერი”, საშუალებით მოხერხდა, რომელიც მერკურისკენ 2004 წელს გააგზავნეს და მას მერე მზესთან უახლოესი პლანეტის გარშემო ბრუნავს. ხელსახყრელ პოზოციაში მოხვედრის მერე, აპარატმა 112 კილომეტრიანი პროკოფიევის კრატერის საკმაოდ ნათელი ფოტოს გადაღება შეძლო, რომელიც პლანეტის ჩრდილოეთ პოლუსთან მდებარეობს და ცნობილი რუსი კომპოზიტორის, დირიჟორისა და პიანისტის სერგეი პროკოფიევის სახელს ატარებს.
წარმოდგენილი ფოტო ბევრს ვერაფერს გვეუბნება, თუმცა, ნასელი მკვლევარების თქმით, ის საკმაოდ ინფორმატიულია იმისათვის, რომ თამამად განვაცხადოთ – ეს ყინული არც თუ ისე დიდი ხნის(შედარებით) წინათ წარმოიქმნა(მერკური; მესენჯერი).