მეცნიერებმა, რომლებიც „ჰაბლიდან“ მიღებულ მონაცემებზე მუშაობენ, კვაზარ 3C 273-ის ფოტო გამოაქვეყნეს (NASA).
კვაზარამდე მანძლი 2,5 მილიარდი სინათლის წელია, ის ქალწულის თანავარსკვლავედის მიმართულებით მდებარეობს. სიშორის მიუხედავად, ეს კვაზარი ერთ-ერთი უახლოესი მსგავსი ტიპის ობიექტია. ნასას განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი ფოტოსურათი არსებულთა შორის საუკეთესოა.
წინა საუკუნის სამოციან წლებში აღმოაჩინილი 3C 273 იყო პირველი ობიექტი, რომელსაც სახელად კვაზარი უწოდეს (კვაზი (შუალედური) ვარსკვლავური რადიოწყარო).
თანამედროვე წარმოდგენებით, კვაზარები გალაქტიკების ცენტრებში მდებარე ზემასიური შავი ხვრელებია. მათი გამოსხივების წყარო არის მატერია, რომელსაც ხვრელის გრავიტაციული ველი ლამის სინათლის სხივის სიჩქარემდე აჩქარებს. ამ პროცესების მიმდინარეობისას ენერგიის უზარმაზარი რაოდენობა გამოიყოფა. მეცნიერთა თქმით, ეს კვაზარი ჩვენიდან 30 სინათლის წლის მანძილზე რომ ყოფილიყო, მისი ელვარება მზისას გაუტოლდებოდა.
3C 273 კვაზარების ქვეკლასს – ბლაზარებს ეკუთვნის. მათთვის ელვარების მაღალამპლიტუდური ცვალებადობაა დამახასიათებელი ხილულ დიაპაზონში. კიდევ ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია ყველა დიაპაზონში გამოსხივების ნაწილობრივი წრფივი პოლარიზაცია. 3C 273 რადიო ხმამაღალი კვაზარიც არის, ასევე პირველი არაგალაქტიკური რენტგენის წყარო, აღმოჩენილი 1970 წელს. მიუხედავად ამისა, მსგავს ობიექტებში, რენტგენის გამოსხივების ფორმირების მექანიზმი ახლაც ბოლომდე გაურკვეველია (კიდევ კვაზარებზე).