ეკზოპლანეტა HD 95086-თან, პირდაპირი დამზერა

 ასტრონომთა ჯგუფმა, ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის ყველაზე დიდი ტელესკოპის(VLT) საშუალებით, ვარსკვლავ HD 95086-თან მოძრავი ეკზოპლანეტის ფოტოს გადაღება შეძლო(ESO).
ობიექტი HD 95086 b, რომლის მასა იუპიტერისაზე სულ რაღაც 4-5-ჯერ მეტია, ყველაზე პატარაა მზის სისტემის გარეთ არსებული პლანეტებიდან, რომელიც პირდაპირი დამზერით იქნა აღმოჩენილი.
დღეისათვის არაპირდაპირი მეთოდებით – ტრანზიტითა და დოპლერის ეფექტით თითქმის ათასამდე ეკზოპლანეტაა აღმოჩენილი. კიდევ უფრო მეტი კანდიდატი დამტკიცებას ელოდება, ხოლო პირდაპირი დამზერით მხოლოდ რამდენიმე ათეულია აღმოჩენილი(იაპონელებმა ზე-იუპიტერის ფოტო გადაიღეს).
დაკვირვებებისთვის მეცნიერებმა NACO გამოიყენეს – ადაპტიურ ოპტიკიანი ინსტრუმენტი, დაყენებული VLT-ეს 8,2 მეტრიანი ოთხი ტელესკოპიდან ერთ-ერთზე. ეს ინსტრუმენტი ასტრონომებს ატმოსფერული ხარვეზების გამორიცხვისად ა მკაფიო სურატის გადაღბის საშუალებას აძლევთ. დაკვირვებები ინფრაწითელ დიაპაზონში ხდებოდა ე.წ. დიფერენციალური დაკვირვებების ხერხით, რაც ელვარე ვარსკვლავის ფონზე მდებარე პლანეტის მკაფიო გამოსახულების მიღბის საშაულებას იძლევა.
 აღმოჩენილი პლანეტა ახალგაზრდა ვარსკვლავის HD 95086-ის გარშემო, დედამიწა-მზეს შორის მანძილზე 56-ჯერ დიდ ორბიტაზე ბრუნავს. თვითონ ვარსკვლავი მზეზე ოდნავ მასიურია და გაზურ-მტვროვანი დისკოთია შემოფარგლული. იქამდე მანძილი 300 სინათლის წელია.
მეცნიერთა შეფასებით, ვარსკვლავის გამოსხივება HD 95086 b-ეს ზედაპირ 700 გრადუსამდე აცხელებს. ეს ტემპერატურა საკმაოდ დაბალია იმისათვის, რომ პლანეტის ატმოსფეროში წყლის ორთქლი და მეთანი იყოს. ეს პლანეტა VLT-ეზე დაყენებული ახალი ინსტრუმენტის – SPHERE-თვის საუკეთესო სამიზნე იქნება. შესაძლებელია, მისი საშუალებით HD 95086-ეს შიდა პლანეტებიც იქნას აღმოჩენილი(როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.