საცდელი დანიშნულების “სტარშიპის” მეთერთმეტე და უკანასკნელი ფრენა

 “სპეისიქსის” ზემძიმე კოსმოსურმა ხომალდმა გამოცდა ამაჩქარებელ „სუპერ ჰევის“ 33 „რაპტორის“ აალებით და მექსიკის ყურის თავზე ასვლით დაიწყო (spacex.com). წარმატებულ აფრენას, კოსმოსისკენ სვლის გასაგრძელებლად, თან მოჰყვა „სტარშიპის“ვაკუუმის პირობებში მომუშავე ექვსი „რაპტორის“ ამოქმედებაც.

 ზედა საფეხურის გამოყოფის მერე, „სუპერ ჰევიმ“ დაგეგმილი 13 ძრავის ნაცვლად 12-ის გამოყენებით, ძლიერი დამამუხრუჭებელი იმპულსი გამოიმუშავა და ტეხასის სანაპიროსკენ ნელი დაშვების იმიტაცია განახორციელა, ჩაირთო 13-ე ძრავაც. ასეთივე მანევრი იქნება გამოყენებული მომავალი თაობის რაკეტა-მატარებლებითაც.

 ზედა საფეხურმა, ანუ „სტარშიპმა“, სრული იმპულსის გამომუშავებით, საჭირო სიჩქარესა და ტრაექტორიას მიაღწია. შემდეგ, მოხდა „სტარლინკის“ 8 თანამგზავრის ორბიტაზე გატანის იმიტაცია, კოსმოსში ძრავების ხელახალი, მესამე აალება, რაც დამატებით სხვადასხვა მანევრის განხორციელების საშუალებას იძლევა.

 „სტარშიპი“ ხელახლა შევიდა დედამიწის ატმოსფეროში და უამრავი მონაცემი შეგროვება მისი სითბური ფარის მუშაობის შესახებ დაგეგმილზე მეტი დატვირთვის პირობებში, ხომალდის შესაძლებლობების ზღვრის დასადგენად. ბოლო წუთებზე, დაშვება გაგრძელდა ისეთი ტრაექტორიით, რომლითც შემდეგი თაობის ხომალდები „სტარბეისზე“ დასაჯდომად იმოძრავებენ. ამის მერე, „სტარშიპი“ თავისი ოთხი მიმმართველი ფრთის გამოყენებით, ინდოეთის ოკეანეში წინასწარ დაგეგმილი ვარდნის ადგილისკენ გაემართა, წარმატებით განახორციელა გადმობრუნების მანევრი, ძრავებით სწრაფად დამუხრუჭდა და ნელა ჩაეშვა ოკეანეში.

 ახლა მთელი ყურადღება  „სტარშიპისა“ და „სუპერ ჰევის“ შემდეგ თაობაზეა გადატანილი, რომელთაც უკვე აწყობენ და საგამოცდო ფრენებისთვის ამზადებენ. ამ საფრენი აპარატებით სასარგებლო ტვირთვის ორბიტაზე გატანა, კოსმოსში საწვავის გადაქაჩვა და სხვა ოპერეციები უნდა განხორციელდეს, ახალი ხომალდები სწრაფი და სრულად მრავალჯერადი უნდა იყოს, დაბალი ორბიტის, შემდეგ კი მთვარისა და მარსის მისიების უზრუნველსაყოფად (2024 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები ასტრონაოსნობაში).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.