ასტრომოყვარულმა, მოდიფიცირებული ფოტოკამერა DSLR Canon 350 Baader Planetarium-ით, ღია ვარსკვლავური გროვის, პლეადების ფოტო გადაიღო, რომელიც აგრეთვე M45-ის სახელითაც არის ცნობილი. ვარსკვლავური გროვა პლეადები, ჩვენთნ ყველაზე ახლოს მდებარე ღია გროვაა, რომლის შეუიარაღებელი თვალით დანახვა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთარშია შესაძლებელი, ხოლო ზაფხულში – სამხრეთ ნახევარსფეროში. ბევრი ასტრომოყვარული ცდილობს ამ ფანტასტიური ვარსკვლავური გროვის გადაღებას, დაკვირვების ყოველ ჯერზე, თითქოს სხვანაირად გამოიყურება. პლეადები ძველთაგანვეა ცნობილი, ბიბლიაში, ჰომეროსის ”ილიადასა” და ”ოდისეაშიც” არის მოხსენიებული. M45 დაახლოებით 100 მილიონი წლისაა და 3000-მდე ვარსკვლავისგან შედგება, რომელთა შორის არის ცხელი ცისფერი ვარსკვლავებიც, მისი დიამეტრი 12 სინათლის წელია. ხსენებული კაშკაშა ვარსკვლავებიდან 14-ის დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც არის შესაძლებელი. იაპონიაში, პლეადები ცნობილია სახელწოდებით სუბარუ, რაც ნიშნავს “დაკავშირებულებს” ან “ერთად შეკრებილებს (“სუბარუ”). პლეადების ვარსკვლავთა საერთო მასა 800 მზის მასის ტოლფასია (მარსი და პლეადები).
ასტრომოყვარულმა პლეადები გადაიღო
Posted by