შავ ხვრელზე ამხედრებულნი…

 კანზასის შტატის უნივერსიტეტის (აშშ) თანამშრომელი, ლუის ქრეინი, მეცნიერებს სთავაზობს უკანაკსნელი ათწლეულების განმავლობაში აღმოჩენილი მაღალენერგიული წყაროების ნაწილი, განვითარებული ცივილიზაციების კოსმოსურ ხომალდებად განიხილონ. ასეთი ვარსკვლავთმფრენების ენერგიისა და რეაქტიული გაწევის წყაროდ კი მიკროსკოპულ შავ ხვრელებს (ე.წ. კოლაფსარი) მიიჩნევს.

 მის მიერ ჩატარებული გამოთვლებით, ჰიპოთეტური კოსმოსური ხომალდის გული, სამი ატომეტრის (10−18) ზომის შავი ხვრელი იქნება. ასეთი ობიექტის ჰოკინგის გამოსხივება, ხომალდს ასი წელი უზრუნველჰყოფს ენერგიით. სინათლის სიჩქარესთან მისაახლოებლად ათეულობით წელი იქნება საჭირო, იგივე დრო დაჭირდება დამუხრუჭებასაც.

 ქრეინის აზრით, ასეთი ხომალდის (BHS — black hole ship, ხომალდი შავ ხვრელზე) ”გამონაბოლქვს” სპეციფიური პარამეტრები ექნება და მაღალენერგიული იმპულსების აღმოჩენის შემთხვევათა ნაწილი სწორედ მათზე უნდა მოდიოდეს. BHS-ს, რომელიც  დამკვირვებლს შორდება, გამა-კვანტების მასხივებელი წერტილოვანი წყაროს სახე ექნება, ენერგიით 100 გევ-მდე (რა არის ელექტრონვოლტი?), რომლის წითელი წანაცვლების მაჩვენებელი სულ უფრო მზარდი იქნება. ხოლო თუ დამკვირვებელს უახლოვდება, წანაცვლება შემცირებადი ცისფერი იქნება. ქრეინის აზრით, მომავლის ტელესკოპები ასეთი ობიექტების დანახვის შესაძლებლობაზეც უნდა იყოს გათვლილი.

 ასეთი ჰიპოთეტური ტექნოლოგია, კაცობრიობის განვითარების ამ ეტაპზე უამრავ გადაუწყვეტ პრობლემას მოიცავს, თუმცა არც რაიმე პრინციპულად შეუძლებელ ფიზიკურ წინააღმდეგობას აწყდება. კვლევის ავტორი იმასაც ვარაუდობს, რომ ამ ჰიპოთეზის შემოწმების ირიბი მეთოდებიც არსებობს – ჩვენი გალქტიკის ზოგიერთ მაღალენერგიულ წყაროებს ათწლეულების განმავლობაში უნდა დავაკვირდეთ. ქრეინის მიერ გამოთვლილი ცვლილებების შესამჩნევად ეს სრულიად საკმარისი იქნება.

 2009 წელს, ქრეინმა, სინგულარულ რეაქტორზე (შავ ხვრელზე) მომუშავე ხომალდის აგების შესაძლებლობა მათემატიკურად დაამტკიცა. ხოლო ზემოთ მოყვანილი კვლევის ჩატარების იდეა, 2017 წელს მზის სიტემაში შემოჭრილი ასტეროიდის ოუმუამუა, აღმოჩენის ამბავმა შთააგონა. ამ ასტეროიდის ტრაექტორიის გამოთვლით დადგინდა, რომ ის ადამიანის მიერ აღმოჩენილი პირველი ვარსკვლავთშორის მფრენი სხეულია, რომელმაც ჩვენი მზის სისტემაც ”მოინახულა”. ზოგიერთმა მეცნიერმა ისიც კი თქვა, სიფრთხილით, თუმცა მაინც, რომ რომელიმე უცხო ცივილიზაციას მზის სისტემისკენ რომ ზონდი გამოეშვა, მისი ფიზიკური მახასიათებლები და ტრაექტორია ოუმუამუას მსგავსი იქნებოდა (ვარსკვლავური პრომეთიუმის საიდუმლოდაისონის სფეროხომალდი დრო-სივრცის დეფორმაციის ძრავითა.შ.შ-ს თავდაცვის სამინისტრო – ვარპ-ძრავა – ბნელი ენერგია).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.