კოსმოსური მტვრის გიგანტური ღრუბლები, ვარსკვლავებით მდიდარ სივრცეს კვეთს, თანავარსკვლავედ სამხრეთის გვირგვინის ჩრილოეთ საზღვართან, რაც ამ ფართოკუთხიან ფოტოზეა აღბეჭდილი. მტვრის ღრუბლის ყველაზე სქელ ნაწილამდე მანძლი 500 სინათლის წელია, მისი სიგრძე 8 სინათლის წელი და ირმის ნახტომის შორეული, ფონური ვარსკვლავების სინათლეს ეფექტურად შთანთქავს. მარჯვნივ ჩანს რამდენიმე ლამაზი ცისფერი ნისლეული – NGC 6726, 6727, 6729 და IC 4812. მათ ფერს, მტვრის ღრუბლებიდან არეკლილი ცხელი ცისფერი ვარსკვლავების სინათლე განაპირობებს. ფორმირების პროცესში მყოფი ვარსკვლავები კი საერთოდ არ ჩანს. პატარა მოყვითალო ნისლეული NGC 6729, ახალგაზრდა ცვალებად ვარსვკლავ სამხრეთის გვირგვინის R-ს შემოფარგლავს. მის ქვეშ რკალებსა და ხვეულებს ვხედავთ – ეს ჰერგიბ-ჰაროს ობიექტებია(ჰერბიგ-ჰარო 24), რომლებიც ახალხანს დაბადებულ ვარსკვლავებს უკავშირდება. დიდებული სფერული ვარსკვლავური გროვა NGC 6723, ნისლეულის მაღლა და მარჯვნივ მდებარეობს. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ NGC 6723 ამ ნისლეულების ჯგუფს ეკუთვნის, სინამდვილეში კი მის ხნიერ ვარსკვლავებამდე მანძილი 30 ათასი სინათლის წელია და სამხრეთის გვირგვინის მტვრიანი ღრუბლებიდან ძალიან შორსაა.
სამხრეთის გვირგვინის გასწვრივ
Posted by