ეგზოპლანეტებზე მონადირემ(TESS) დედამიწა დატოვა. ორბიტისკენ ის “ფალკონ 9”-თი გააგზავნეს. 9 იმიტომ, რომ ამ რაკეტა მატარებელს 9 ძრავი აქვს(“მერლინი”). ფოტოზე მათი ცეცხლისმფრქვეველი საქშენები ჩანს. რამდენიმე მანევრის ჩატარების მერე, მთვარის მიზიდულობის გამოყენებითაც, TESS ძლიერად წაგრძელებულ, ჯერ კიდევ გამოუცდელ, ელიფსურ ორბიტაზე დაიწყებს მოძრაობას, დედამიწიდან მაქსიმალური დაშორების წერტილით(აპოგეა) – 373 ათასი კილომეტრი. ორი წლის განმავლობაში TESS ყველაზე უფრო ახლო და კაშკაშა ვარსკვლავებთან დაიწყებს ეგზოპლანეტების ძებნას(ახალი ”ეგზოპლანეტებზე მონადირე” 18 აპრილს გაფრინდება).
მერლინ 1D-ს გამოცდა.
“ფალკონ 9″(სფეისიქსი) მასზე დამაგრებული TESS(NASA)-ით.