საშუალო ტემპერატურამ ორი გრადუსითაც რომ მოიმატოს, ჩვენი საქმე ძალიან ცუდად იქნება. ამის თავიდან ასაცილებლად გაერომ ხელი მოაწერა პარიზის შეთანხმებას, საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომლის ხელმომწერნი ეცდებიან მსოფლიო საშუალო ტემპერატურის მაჩვენებელი ინდუსტრიულამდელ დონეზე 2°C-ით ქვემოთ შეინარჩუნონ. ინდუსტრიულამდელი დონე, ფაბრიკებისა და ქარხნების მიერ ატმოსფეროს დაბინძურების დაწყებამდე იყო.
რატომ 2?
ყველაფერი 1975 წლიდან დაიწყო, როცა ეკონომისტმა უილიამ ნორდჰაუსმა, პლანეტის დათბობაში მსოფლიო ეკონომიკისთვის მოსალოდნელი საფრთხე დაინახა. ნორდჰაუსმა გამოყენებითი სისტემური ანალიზის საერთაშორისო ინსტიტუტის თანამშრომლები გამოკითხა: შეგვიძლია თუ არა ნახშირორჟანგის კონტროლირება? ნორდჰაუსმა დაასკვნა, რომ საშუალო ტემპერატურის ცელსიუსით 2 გრადუსით მატება, მთელ კლიმატს ისე შეცვლის, როგორც უკანასკნელი რამდენიმე ასი ათასი წლის განმავლობაში არ მომხდარა.
ნორდჰაუსმა მეცნიერებას მიმართა. იცოდა რა, რომ პლანეტას ნახშირორჟანგი ათბობს, გამოთვალა რა მოხდებოდა თუ ატმოსფერული ნახშირორჟანგის რაოდენობა გაორმაგდება – გლობალური ტემპერატურა 2 გრადუსით გაიზრდება. მან ასევე ივარაუდა, რომ ”საშიში ზონისკენ” სწრაფი ტემპით მივდივართ და მასთან ახლოს 2030 წელს აღმოვჩნდებით.
მომდევნო 20 წლის განმავლობაში მეცნიერები ე.წ. სათბური გაზების გამოფრქვევასთან დაკავშირებულ ტემპერატურის საშიში ზრდის შესახებ გვაფრთხილებდნენ. წინა საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში, ეს 2 გრადუსი, საზოგადოებაში მყარად დამკვიდრდა და ევროკავშირის ქვეყნების ეკოლოგიის მინისტრებამდეც მიაღწია. საბოლოოდ, გაერომ 2 გრადუსიანი ზღვრის რატიფიცირება პარიზის ხელშეკრულების სახით მოახდინა… 2016 წელს. ნორდჰაუსისეული გაფრთხილებიდან 40 წლის მერე.
შეიძლება ვიფიქროთ, რომ 2 გრადუსი არაფერია, რადგან დღის განმავლობაში ტემპერატურის გაცილებით მეტ დღიურ რყევებს შევიგრძნობთ. კლიმატის ცვლილება და გლობალური დათბობა კი გრძელვადიანი ტენდენციაა.
მეოცე სუკუნის განმავლობაში საშუალო გლობალური ტემპერატურა დაახლოებით 14 გრადუსი იყო, პლიუს-მინუს რამდენიმე მეათედი გრადუსი. 1880 წლიდან დედამიწა 1 გრადუსით გათბა, ოღონდ ამ ზრდის ორი მესამედი 1975 წლის მერე პერიოდზე მოდის, როცა ნორდჰაუსმა თავისი სტატია გამოაქვეყნა. 21-ე საუკუნის ყოველი მომდევნო წელი, ყველაზე თბილი წლების ოცეულში შედიოდა (ყველაზე ცხელი წლები).
უკანასკნელად დედამიწა ასეთი თბილი 11 000 წლის წინ იყო. ოკეანეები ჩვენი პლანეტის 70%-ს ფარავს და მათ გასათბობად ენერგიის დიდი რაოდენობაა საჭირო, მით უმეტეს, ჰაერისა და ხმელეთის გასათბობად. საშუალო გლობალური ტემპერატურის 2 გრადუსით გაზრდა იმას ნიშნავს, რომ ზოგან მან ამ 2 გრადუსსაც გადააჭარბა.
ჩვენივე ნამოქმედარის სავალალო შედეგებს უკვე ვხედავთ – ამინდი იმაზე უცნაურია, ვიდრე ადრე იყო. ქარიშხლები გაძლიერდა (ანიმირებული ქარიშხლების სეზონი NASA-სგან), ასევე, გვალვა და სითბური ტალღები, ზოგან ნალექები შემცირდა, ხოლო ტყის ხანძრების რაოდენობამ იმატა (კოკისპირული წვიმები მთელ პლანეტაზე).
კიდევ 2 გრადუსით თუ გავთბით, მსოფლიო კიდევ უფრო მშრალი გახდება, რაც ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობაზე, ინფრასტრუქტურასა და ამინდზე აისახება. საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება ეკოსისტემები და სახეობები, რომლებსაც ადაპტირება არ შეუძლიათ, მათ შორის მარჯნის რიფებსა და არქტიკული ზონის ბინადართ. დაბალი სანაპირო რაიონები და პატარა კუნძულები ზღვის დონის ქვემოთ აღმოჩნდება, არქტიკული ყინულებისა და გრენლანდიის ყინულოვანი ჯავშნის დნობის გამო (მყინვარების დნობის დასაწყისი). ამ 2 გრადუსმა ზოგიერთი ერის არსებობა არ არსებობის ბედიც კი შეიძლება გადაწყვიტოს.
კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფი, ორგანიზაციაა, რომელიც მთავრობას კლიმატის ცვლილების მიზეზებისა და შესაძლო შედეგების შესახებ ინფორმაციას აწვდის. ახლა ის იმ შესაძლო შედეგების პროგნოზირებაზე მუშობს, რომლებიც ტემპერატურის სამი, ოთხი და მეტი გრადუსით გაზრდას შეიძლება მოჰყვეს.
შეუძლია კი, ისეთ დიდ ქვეყნებს, განსაკუთრებით, ჩინეთსა და ინდოეთს, ნახშირორჟანგით დაბინძურება შეზღუდოს, რათა ჩვენი პლანეტა კიდევ უფრო მეტად არ გათბეს? საეჭვოა. კვლევა გვიჩვენებს, 95%-ია შანსი იმისა, რომ 2100 წლისთვის გლობალური ტემპერატურა 2 გრადუსით მოიმატებს და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები კატასტროფული იქნება. ტემპერატურის შენარჩუნებისა და გამონაბოლქვის შემცირების შანსი ჯერ კიდევ გვაქვს, დრო კი იწურება…
aაქ ყველაფერს ანადგურებენ და და სხვა პლანეტებზე ეძებენ თავშესაფარს სამწუხარო რეალობაა
თქვენ არ ანადგურებთ?