”ფუკუსიმას” ატომური ელექტროსადგურის გაჩერებამ, ნეიტრინოების იაპონურ დეტექტროთან KamLAND, ნეიტრინოების ფონის მკვეთრი შემცირება გამოიწვია, რაც ფიზიკოსებს დედამიწის სიღრმეებიდან მოსული იგივე ნაწილაკების აღმოჩენას უადვილებს(NatureNews).
ფიზიკოსთა თქმით, რეაქტორის გაჩერებამ დეტექციის მკვეთრი შემცირება გამოიწვია ფონური ნაწილაკებისა, რომლებიც ატომურ ელექტროსადგურში ბირთვული დაშლის დროს წარმოიქმნებიან. ამის გამო მეცნიერეთათვის საინტერესო სიგნალის წილი კი გაიზარდა, ლაპარაკია ე.წ. გეონეიტრინოებზე, რომლებიც დედამიწის მანტიის სიღრმეებში თორიუმისა(232Th) და ურანის(238U) იზოტოპების დაშლისას გამოსხივდებიან.
KamLAND-ის მუშაობის განმავლობაში, 2002 წლის მარტიდან 2012 წლის ნოემბრის ჩათვლით, დეტექტორმა გეონეიტრინოების 116 კანდიდატი დააფიქსირა. ამავე დროს სხვა დეტექტორმა – Borexino, რომელიც იტალიის აპენინებზეა, 2007-2012 წლის პერიოდში მხოლოდ 14 ასეთი ნაწილაკი აღმოაჩინა. მეცნიერთა თქმით, ნაწილაკთა ჯამური რაოდენობა, მართალია მცირეა, თუმცა საკმარისი დედამიწის მანტიაში მიმავალი რადიოაქტიური დაშლის დონის გასაანალიზებლად.
გეონეიტრინოების ნაკადის ინტენსიურობა მეცნიერეთა ინტერესს იმის გამო იწვევს, რომ ის ჩვენი პლანეტის შინაგანი ენერგიის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. მეორე წყაროს პირველადი სითბო წარმოადგენს, რომელიც პლანეტის ჩამოყალიბების ეპოქიდან ნივთიერებათა მასების დაგროვებით გამომუშავდება. ამასთნ ერთად ამ წყაროების პროპორციული თანაფარდობა, რომლებიც 47 ტერავატ ჯამურ სითბოს იძლევიან, უცნობია.
სადგურ ”ფუკუსიმა-1”-ზე ავარია 2011 წლის 11 მარტს ძლიერი მიწისძვრისა და თანდართული ცუნამის გამო მოხდა. ა.ე.ს-ის რეაქტორები ავარიის პირველივე დღეებში იქნა გაჩერებული(ცუნამი, მიწისძვრა და “სუპერ სავსემთვარეობა”; ყველაზე დიდი სიმძლავრის ბგერები იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის დროს დაფიქსირდა; იაპონიის მიწისძვრის მუსიკა; პლანეტები სეისმოგრაფის ლენტზე; კიდევ ნეიტრინოებზე).