სამ წლიანი კვლევის ჩარჩოებში მკვლევარებმა ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის(ESO) ყველაზე დიდი ტელესკოპი გამოიყენეს(VLT). დაკვირვება ხდებოდა გალაქტიკებზე, რომლებმაც პირველი სინათლე მაშინ გამოასხივეს, როცა სამყაროს ასაკი 750 მილიონი წელი იყო. შედარებისთვის, დღევანდელი დღისთვის ცნობილი ყველაზე შორეული გალქტიკა დედამიწიდან 12,9 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს (სამყაროს ასაკი 13,7 მილიარდი წელია).
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეიონიზაციის პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობდა, ვიდრე აქამდე ეგონათ. ის დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 750 მილიონი წლის მერე დაიწყო. დაახლოებით 200 მილიონი წლის მერე ნეიტრალური(არაიონიზირებული) წყალბადის რაოდენობა სივცეში დღეისათვის დამზერადის ტოლფასი იყო.
გალაქტიკები რეიონიზაციის პროცესის ბოლოს მხატვრის წარმოდგენით. ESO/M. Kornmesser.
ითვლება, რომ რეიონიზაცია გამოწვეული იყო ინტენსიური კოსმოსური გამოსხივებით. ასეთი გამოსიხვების მთავარ წყაროებად შავი ხვრელები იყო მიჩნეული, რომელბიც შთანთქავდნენ მატერიასა და პირველი თაობის ვარსკვლავებს. მეცნიერთა თქმით, მათ მიერ მიღებული შედეგები კი იმაზე მეტყველებენ, რომ რეიონიზაცია პირველმა ვარსკვლავებმა მოახდინეს.
ასტროფიზიკოსები აკვირდებოდნენ NGC 5253-ს, ჯუჯა გალაქტიკას ცენტავრის თანავარსკვლავედში, რომელიც დედამიწიდან 10 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული. ამ გალქტიკაში ბევრი ახალგაზრდა ვარსკვლავია და ისინი ნამდვილად ეფექტურად აიონიზირებენ ვარსკვლავთშორის გაზს.
რეიონიზაციის ეპოქა – კოსმოსური გაზის მდგომარეობის მეორე გლობალური ცვლილებაა. პირველი, რეკომბინაციაა, როცა სამყაროს შემასვსებელი პლაზმა, ნეიტრალური წყალბადის წარმოქმნისთვის საჭირო დონემდე გაცივდა. ამ ეპოქის დროინდელი სითბური გამოსხივება(ის დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 400 ათასი წლის მერე დაიწყო) ამჟამად ფიქსირდება როგორც რელიქტური გამოსხივება(მოკლედ დიდი აფეთქების შესახებ),(სამყაროს დათბობის მეორე ეპოქა).