სპექტრული ანალიზი, ობიექტის ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობის განსაზღვრის მეთოდთა ერთობლიობაა, რომელიც მატერიისა და გამოსხივების ურთიერთქმედებით წარმოქმნილი სპექტრის შესწავლას ეფუძნება. ატომური და მოლეკულური სპექტრული ანლიზი საშუალებას იძლევა განისაზღვროს საკვლევი ელემენტის ატომური და მოლეკულური შემადგენლობა.
ყოველი ქიმიური ელემენტის ატომს მკაცრად განსაზღვრული, მისთვის დამახასიათებელი, რეზონანსული სიხშირეები გააჩნია, ის სწორედ ამ სიხშირეზე ასხივებს ან შთანთქავს გამოსხივებას, რის გამოც სპექტროსკოპში გატარებული, საკვლევი ელემენტიდან გამოსხივებული სინათლის სპექტრში შეიმჩნევა საკვლევი ელემენტისთვის დამახასიათბელი ჩაბნელებული(შთანთქმის სპექტრი) ან ნათელი ხაზები. ხაზების ინტენსიურობა ნივთიერების რაოდენობაზე და მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
ოპტიკური სპექტრული ანალიზი ყველაზე მარტივია შესასრულებლად, არ საჭიროებს ნიმუშების რთულ წინასაანალიზო მომზადებას. ატომურ სპექტრებს ღებულობენ ნიმუშის აირად მდგომარეობაში გადაყვანით, რაც მისი მაღალ ტემპერატურაზე გაცხელებით ხდება – 1000 დან 10 000 °C-მდე. მიღებულ აირში ატარებენ სინათლის სხივებს და მიღებული სპექტრული ხაზებით ადგენენ რა ელემენტებისგან შედგება აირი.
სპექტრული ანალიზი ფართოდ გამოიყენება ქიმიაში, ასტროფიზიკაში, მეტალურგიაში, მანქანთმშენებლობაში, გეოლოგიური დაზვერვების დროს(აკუსტუკური ტალღები) და მეცნიერების კიდევ ბევრ დარგში.
სამყაროში გავრცელების მიხედვით მეორე ადგილზე მყოფი ჰელიუმი(პრველ ადგილზე წყალბადია), პირველად, სწორედ სპექტრული ანალიზის საშუალებით აღმოაჩინეს, მზის სპექტრში, სადაც იგი წყალბადის ატომების თერმობირთვული სინთეზით(შეერთებით) წარმოიქმნება.