”სინათლის სიჩქარეზე გადასვლა” – კინოეპოპეა ”ვარსკვლავური ომების” საკულტო კადრებია(PhysOrg). თუ Millennium Falcon-ი სინათლის სიჩქარემდე მართლაც აჩქარდებოდა, ხოლო მისი ეკიპაჟი ჯანმრთელობას შეინარჩუნებდა, მაშინ ლიუკი, ჰანი და ლეია კურსის მიმართულებით გაწელილ ვარსკვლავურ კვლებს ვერ დაინახავდნენ. სურათი, რომელსაც გალაქტიკური მოგზაურები დაინახავდნენ, ლესტერის უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარმოადგინეს.
დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა, რომლებიც ფიზიკის მაგისტრის ხარისხის მიღებისთვის ემზადებიან, თეორიული ნამუშევარი გამოაქვეყნეს, რომელიც ვარსკვლავმფრენის ილუმინატორიდან დანახულ ხედს ეძღვნება, ვარსკვლავმფრენისა, რომელიც სინათლის საიჩქარეს უახლოვდება. ავტორები ამტკიცებენ, რომ დოპლერის ეფექტი ვარსკვლავური ზოლების დანახვის საშუალებას არ იძლევა: მათი გამოსხივება ხილულიდან რენტგენის დიაპაზონში გადავა.
მეორეს მხრივ, რელიქტური გამსოხივება, რომელიც ცისფერ წანაცვლებას განიცდის, ხილულში გადავა, ასტრონავტების თვალს კი გადღაბნილი ნათელი ლაქა წარმოუდგება.
თუმცა, ბუნებრივია, ”შორეული, შორეული გალაქტიკის” გმირთა განვითარებული ტექნოლოგია რენტგენის გამოსხივების დაძლევის საშუალებასაც იძლევა, რომელიც მოგზაურებს ზიანს ვეღარ აყენებს, სინათლის სიჩარის მისაღწევად საჭირო ენერგიაზე და უზარმაზარ გადატვირთვებზე ლაპარაკიც კი ზედმეტია(უახლოვდებით რა სინათლის სიჩქარეს…).