ვარსკვლავები, მდებარე ჩვენი გაალქტიკის გარე ნაწილებში, მეცნიერთა გასაკვირად, ძალიან ნელა მოძრაობენ. გალაქტიკის მასა და ვარსკვლავების სიჩქარეები ძალიან მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული, ამიტომ მიღებულ შედეგებს დიდი მნიშვნელობა ექნება. ალის დისონმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან(სანტა-კრუზი), ამერიკის ასტრონომული საზოგადოების 221 შეხვედრაზე თქვა:“რადგან სიჩქარის მაჩვენებლები საკმაოდ დაბალია, ჩვენი გალაქტიკა იმაზე პატარა შეიძლება იყოს, ვიდრე გვეგონა“.
ალის დისონი:“თუ ვარსკვლავთა თვისებები სწორადაა დადგენილი, მაშინ ირმის ნახტომი ორჯერ მსუბუქი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე აქამდე გვეგონა“.
ირმის ნახტომი სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება: გალაქტიკური ბირთვისგან, თხელი პერიფერიული დისკოსგან და პრაქტიკულად იდეალურად მრგვალი ჰალოსგან.
ალის დისონი და მისი ჯგუფი შორეული ჰალოს ვარსკვლავების რადიალურ სიჩქარეებს ადგენდნენ, ორი ინსტრუმენტის გამოყენებით: 8,2 მეტრიანი სარკის მქონე ტელეკოპი ჩილეში(ევროპის სამხრეთული ობსერვატორია) და უილიამ ჰერშელის 4,2 მეტრიანი ტელესკოპი.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დისპერსია ან ჰალოს ვარსკვლავების სიჩქარე ნახევარჯერ მცირე იყო, ვიდრე ვარსკვლავებისა, რომლებიც ცენტრთან ახლოს მდებარეობენ. აღმოჩენამ ისინი ძალიან გააკვირვა, თუმცა ამ მონაცემებს საბოლოო ჯერჯერობით არ შეიძლება ეწოდოს.