მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ წითელი პლანეტის დასახლება სწორედ პატარა ჭიებით უნდა დაიწყოს, რადგან მათ მარსის პირობებთან შეგუების უფრო მეტი შანსი აქვთ. მკვლევარებმა ექსპერიმენტები Caenorhabditis elegans-ზე საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ბორტზე უკვ ჩაატარეს. მიკროგრავიტაციის პირობებში ეს მატლები კარგად მრავლდებიან, ამოტომ, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ იგივეს მარსზეც შეძლებენ.
საინტერესო ისაა, რომ, თავიანთი მცირე ზომების მიუხედავად, მატლებს Caenorhabditis elegans ამინომჟავების კოდირების ადამიანის იდენტური პროტეინული გენების რაოდენობა გააჩნიათ – 20 000 გენი, ოდნავ მეტი ადამიანების შემთხვევაში – 23 000. სწორედ ამიტომ აირჩიეს მეცნიერებმა ეს მატლი დეტალური კვლევისათის.
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე Caenorhabditis elegans-ს 2006 წლიდან იკვლევენ. 4000 მატლი ორბიტაზე შატლმა “დისკავერიმ” გაიყვანა. ისინი კარგად გრძნობენ თავს კოსმოსში, აგრძელებენ გამრავლებასა და განვითარებას(სიცოცხლე მარსზე).