დოკუმენტალურად დადასტურებული კვლევა ცხოველების ანომალური ქმედებების შესახებ მიწისძვრის წინ, წარმოადგინეს მეცნიერებმა ბრიტანეთის ღია და ოქსფორდის უნივერსიტეტებიდან.
ბიოლოგებმა აღწერეს გომბეშოთა ქცევა ძლიერი მიწისძვრის დროს(6,3 ბალი, 2009 წ. იტალია, ლაქუილა). შესწავლილ იქნა ჩვეულებრივი გომბეშოების კოლონია, ტბა სან რუფინოზე, რომელიც 75 კმ-ით არის დაშორებული ქალაქიდან და ესეიგი იყო ეპიცენტრში.
მიწისძვრამდე 5 დღით ადრე მამრ გომბეშოთა რიცხვი 96%-ით შემცირდა, ეს ძალიან უცნაური იყო, გამრავლების სეზონის დროს მამრების ასეთნაირად გაქრობა არ შეიძლება გამოწვეული იყოს ამინდის ცვლილებით.
დარტყმამდე 3 დღით ადრე წყვილთა რაოდენობა ნულამდე დაეცა. არანაირი აქტიურობა არ შეინიშნებოდა არც მიწისძვრის დროს და არც შემდგომი სუსტი ბიძგების პერიოდში. 6 დღის მერე,“მიწისქვეშა ქარიშხლის” დამთავრებასთან ერთად გომბეშოები დაბრუნდნენ და ისევ დაიწყეს ქვირითის დაყრა.
მეცნიერები თვლიან, რომ ბაყაყები მაღლობებისკენ გაიქცნენ, რათა შეემცირებინათ რისკი ქვების ქვეშ ან წყალდიდობაში მოყოლისა. როგორ გაიგეს ამფიბიებმა ამ სტიქიის მოახლოება უცნობია, მეცნიერთა სხვა ჯგუფმა ამ დროს დააფიქსირა ცვლილებები იონოსფეროში.
ცხოველების მიერ მიწისძვრის წინასწარმეტყველება აქამდეც იყო ცნობილი, თუმცა ეს ხდებოდა სპონტანურად, მიწისძვრის დაწყებიდან მცირე ხნით ადრე, ძირითადად ლაბორატორიულ ან შინაურ ცხოველებზე დაკვირვებით. ველურ ბუნებაში კი, ამ შემთხვევაში გომბეშოებზე დაკვირვებით, ასეთი კვლევა პირველად ჩატარდა.