ეს გაზის გიგანტები, გალაქტიკაში მარტო დახეტიალობენ, არ არიან დაკავშირებულნი არცერთ ვარსკვლავთან. მეცნიერთა აზრით, ჩვენ გალაქტიკაში ასეთი ობიექტების დიდი რაოდენობა უნდა იყოს.
აღმოჩენა, გალაქტიკის ცენტრზე, იაპონელი და ამერიკელი ასტრონომების მრავალწლიანი დაკვირვებების შედეგად მოხდა. ამ პლანეტების პირდაპირი დამზერა შეუძლებელია, ისინი მიკროლინზირების მოვლენის საშუალებით აღმოაჩინეს – შორეული ვარსკვლავის სინათლის მცირე ხნით ცვლილებით, ამ ვარსკვლავსა და დამკვირვებელს შორის ერთ ხაზზე, მოხეტიალე პლანეტის მოხვედრის დროს.
პლანეტარული მასის ასეთი ობიექტები მეცნიერებმა ადრეც აღმოაჩინეს. თუმცა ისინი ძალიან დიდი მასის გაზის გიგანტები არიან, შეიძლება ყავისფერი ჯუჯების(ვარსკვლავების) კლასსაც კი მივაკუთვნოთ, რადგან საკმაოდ პირობითია მათსა და პლანეტებს შორის მასის მიხედვით განმასხვავებელი ზღვარი. ახლად აღმოჩენილი მოგზაურები კი მასის მიხედვით იუპიტერს უტოლდება.
ასეთი ობიექტების აღმოჩენისთანავე, სპეციალისტებმა გადაწყვიტეს, რომ მარტოხელა პლანეტებს შეუძლიათ დამოუკიდებლად ჩამოყალიბება, პირველადი გაზების ღრუბლებიდან, როგორც ვარსკვლავები. ამის ირიბი მტკიცებულებაა პლანეტარული სისტემების აღმოჩენა, რომლებშიც ვარსკვლავის კომპანიონი, 10-20 იუპიტერის მასით, მნათობის პროტოპლანეტარულ დისკოში კიარ ჩამოყალიბდა, არამედ ცალკე(როგორც ორმაგი ვარსკვლავები ყალიბდება ხოლმე).
ამავე დროს, ახალი ობიექტებისთვის ფორმირების ასეთი სქემა არ გამოდგება. კვლევის ავტორთა შეფასებით, მარტოხელა „იუპიტერები“ თუ თვოთონ კონდენსირდა შუა კოსმოსში, მაშინ ჩატარებულ კვლევას უნდა მოყოლოდა ასეთი ობიექტების წყვილის და არა ერთბაშად ათი ცალის აღმოჩენა.
არის შანსი, რომ ამ ათეულიდან რამდენიმე მაინც რომელიღაც ვარსკვლავის პლანეტარულ სისტემაში შედის, ოღონდ თავისი მნათობიდან ძალიან შორეულ ორბიტაზე მდებარეობს.
არსებობს ფაქტის სხვანაირი ახსნაც. ეს პლანეტები ჩვეულებრივ პოლანეტარულ სისტემებში დაიბადნენ, ხოლო შემდგე მოსწყდნენ მას, სხვა უფრო მასიური ობიექტების გრავიტაციული ზემოქმედებით. წარმომქმნელი ვარსკვლავისგან გათავისუფლების შემდეგ კი გალაქტიკის ცენტრის გარშემო დაიწყეს ბრუნვა. ამ მარტოხელა მოხეტიალე პლანეტების რიცხვი შესაძლებელია ორჯერ მეტია ვარსკვლავებისაზე.
ასეთი პლანეტების აღმოჩენა ძალიან ძნელია, რადგან მათი უმრავლესობა მასით დედამიწის მასას უტოლდება(სისტემიდან პატარა პლანეტების ამოგდება უფრო ხშირად ხდება, ვიდრე მასიურების). მიკროლინზირებით კი იუპიტერის და უფრო მასიური პლანეტების დაფიქსირებაა შესაძლებელი.
თუ ეს ჰიპოთეზა სიმართლეა, მაშინ გალაქტიკაში პლანეტების რიცხვი უზარმაზარია, ისინი უფრო გავრცელებული გამოდის, ვიდრე ჩვეულებრივი, ვარსკვლავებს გარშემო მოძრავი პლანეტები. ეს საკმაოდ საინტერესო ფაქტია, მრავალ ასეთ პლანეტებზე შეიძლება არსებობდეს სიცოცხლე.
ერთი თეორიის მიხედვით, მართალია ასეთი პატარა და მარტოხელა სამყაროები შორეული ვარსკვლავების სუსტი სინათლით არის განათებული, მაინც შეიძლება მათ ზედაპირზე იყოს შენარჩუნებული ნორმალური პირობები ბნელი მატერიის ანიჰილაციის შედეგად გამოსხივებული ენერგიის ხარჯზე.