ეს 2009 წელს დაიწყო, როცა მისია კეპლერი დედამიწისმაგვარი პლანეტების მოსაძებნად ორბიტაზე გაუშვეს. იმისათვის, რომ პლანეტები მოეძებნა, „კეპლერი“ აკვირდებოდა ვარსკვლავებით კარგად დასახლებულ რეგიონებს. პლანეტის აღმოჩენა ხდება ვარსკვლავის ელვარების ცვლილებების დაფიქსირებით, როცა მის წინ ეს პლანეტა გაივლის, პერიოდულად მოექცევა ხოლმე ვარსკვლავსა და „კეპლერს“ შორის(ტრანზიტული მეთოდი). ამ უცნაურ ფოტოზე წარმოდგენილია ყველა ვარსკვლავი, რომლებთანაც „კეპლერმა“ პლანეტები აღმოაჩინა. პლანეტები ნაჩვენებია ბნელი წერტილების სახით, თავისსავე ვარსკვლავის დისკოს ფონზე. რა თქმა უნდა ზოგიერთ ვარსკვლავს ერთზე მეტი პლანეტა ყავს, მათი დანახვა შეგიძლიათ ფოტოს უფრო მაღალი გარჩევადობით დათვალიერების დროს. შედარებისთვის, პირველი რიგის ქვემოთ, მარჯვნივ, წარმოდგენილია მზე და იუპიტერის ჩრდილი მის დისკოზე.
„კეპლერის“ მზეები და პლანეტები
Posted by