სურათზე შავი წრით გადაფარულია ყველაზე კაშკაშა ადგილი, რაც გამოსახულების კონტრასტის გაზრდის და ნისლეულის სტრუქტურის კარგად დათვალიერების საშუალებას იძლევა. წითელი წრე შავში – თვითონ ვარსკვლავია. ამას გარდა მეცნიერებმა შავი წრის შიგნით მოათავსეს ნისლეულის იმ ნაწილის გამოსახულება, რომელიც გადაღებულ იქნა ახალი ფოტოს მიღებამდე. სურათი ძალიან დიდ ტელესკოპზე(VLT) დაყენებული სპეციალური ინსტრუმენტით გადაიღეს(NACO).
ნისლეულის საშუალო რადიუსი, რომელიც ძირითადათ სილიკატებისა და ალუმინის ოქსიდისგან შედგება, შეადგენს 400 ასტრონომულ ერთეულს(1 ა.ე. = 150 000 000 კმ; მანძილი დედამიწიდან მზემდე). მისი სტრუქტურის არაერთგვაროვნება, რომელიც კარგად გაირჩევა ახალ სურათზე, გამოწვეულია ვარსკვლავზე არსებული გიგანტური ბუშტულებით, ისინი შეიძლება მდუღარე წყლის ბუშტულებს შევადაროთ, აგრეთვე მატერიის ცალკეული ამოფრქვევებით. ორივე მექანიზმის ერთად მოქმედება ბეტელგეიზეს მატერიას კოლოსალური სიჩქარით აკარგვინებს – ერთი მზის მასა 10 000 წელიწადში.
ბეტელგეიზე წითელი ზეგიგანტია, მისი ელვარების ცვლილება ყველა ცნობილი ვარსკვლავისგან განსხვავდება. ასეთი ცვლადი სიკაშკაშის გამო მანძილის დადგენა დედამიწიდან ვარსკვლავამდე საკმაოდ ძნელია – სხვა და სხვა მონაცემებით ის შეიძლება მდებარეობდეს 180 დან 1300 სინათლის წლის მანძილზე. ბეტელგეიზე რომ მზის სისტემის ცენტრში დაგვესვა, მაშინ მისი ჰორიზონტი ასტეროიდების სარტყელს იქეთ მოექცეოდა, შეიძლება იუპიტერის ორბიტამდეც კი.
აქამდე ითვლებოდა, რომ ბეტელგეიზე ევოლუციის ბოლო ეტაპზე იმყოფება და შეიძლება ზეახლად გადაიქცეს უახლოეს ათასწლეულში. ასეთ შემთხვევაში ის რამდენიმე თვის განმავლობაში გამოჩნდებოდა ცაზე, დღისითაც კი. თუმცა ახლანდელი, მოქმედი თეორიების მიხედვით, ეს მოვლენა მილიონობით წლის შემდეგ შეიძლება მოხდეს.