ანალემა+

 ანალემა – რვიანის ფორმის მრუდია, რომელიც შემოიხაზება, თუ მთელი წლის განმავლობაში ყოველ დღე, დღე-ღამის ერთსა და იგივე დროს აღვნიშნავთ, სად მდებარეობს მზე ცაზე. ამ შემთხვევაში 17 ცალეკული ფოტო მსოფლიო დროით 02:31-ზე, 17 სხვადასხვა დღეს, 2 აპრილიდან 16 სექტემბრამდე იქნა გადაღებული. ფოტოგრაფმა აღმოსავლეთის მხარე ამოირჩია, აისი კასპიის ზღვის თავზე. ფოტოები აზერბაიჯანშია გადაღებული, ბაქოს ერთ-ერთი პორტიდან. სურათები ორ ფოტოს შორის, როცა მზე ყველაზე უფრო ახლოსაა ჰორიზონტთან, 2012 წლის ორ თანაბარდღეობას(ამ დროს დღე და ღამის ხანგრძლივობა ერთნაირია) მოიცავს(თითქმის): 20 მარტი და 22 სექტემბერი. ჩრდილოეთ ზაფხულის მზის დგომა(ყველაზე გრძელი დღე), 20 ივნისი, ანალემის წვეროს შეესაბამება, როცა მზე ყველაზე უფრო მეტად იყო ჩრდილოეთისკენ გადახრილი. რა თქმა უნდა, სურათი, რომელიც 6 ივნისსაა მიღებული, პატარა დამატებას შეიცავს. ოდნავ გაძლიერებული კონტრასტით ანალემის ზედა ნაწილში პატარა შავი წერტილის დანახვაა შესაძლებელი – ეს პლანეტა ვენერაა. ამ კარგად დაგეგმილ დილის ანალემაზე ის მზის დისკოზე იშვიათი გავლის მომენტშია გამოჭერილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.