ბოჭკოვანი სტრუქტურა კარგა ხანი ინარჩუნებდა მთლიანობას, მერე კი კოსმოსურ სივრცეში გაიჭრა, რასაც მძლავრი კორონალური ამოფრქვევა მოყვა თან(2012 წ.). წარმონაქმნს რამდენიმე დღის განმავლობაში მზის ცვლადი მაგნიტური ველი ინარჩუნებდა, ამოფრქვევა კი მოულოდნელად მოხდა. ამ აფეთქებას ყურადღებით აკვირდებოდა მზის დინამიკის ობსერვატორია(SDO), რომელიც ჩვენი უახლოესი ვარსკვლავის ორბიტაზე მოძრაობს. ზედაპირიდან ამოტყორცნილი ელექტრონები და იონები მზის სისტემაში გავრცელდა, ზოგი დედამიწის მაგნიტოსფეროში შემოიჭრა და პოლარული ნათება გამოიწვია. ამ ულტრაიისფერ დიაპაზონში გადაღებულ ფოტოზე კარგად ჩანს პლაზმის რკალები, აქტიური რეგიონის გარშემო, ერუპტიული ბოჭკოს ზემოდან. მზე ახლა 11 წლიანი ციკლის არა აქტიურ ფაზაშია, თუმცა, მის გვირგვინში ხვრელები წრმოიქმნება ხოლმე, რომლებიდანაც დამუხტული ნაწილაკები კოსმოსში გაედინება.
მზიური ბოჭკოს გარღვევა
Posted by