წყნარი მზე

 რატომ არის მზე ასე წყნარი? ის მზიურ მინიმუმად წოდებულ პერიოდში შედის და როგორც მოსალოდნელი იყო, მისი ზედაპირი ლაქებისა და აქტიური უბნებისგან თავისუფლდება. ეს სიწყნარე შემაშფოთებელია (საშიში მზე), წელს მის ზედაპირზე ლაქები ფაქტიურად საერთოდ არ იყო. 2011-2015 წლებში, მზიური მაქსიმუმის დროს, ლაქები ყოველ დღე დაიმზირებოდა. მაქსიმუმები და მინიმუმები 11 წლიანი ციკლით ცვლის ერთმანეთს, წლევანდელი კი საუკუნის ყველაზე წყნარი მინიმუმია (მზის აქტიურობა და ციკლები). მიმდინარე მინიმუმი კიდევ უფრო გაღრმავდება? თუმცა მზის აქტიურობა მჭიდროდ უკავშირდება დედამიწაზე მიმავალ პროცესებს, ზუსტად არავინ იცის, რას იზამს მზე მერე და მოვლენის ფიზიკაც კვლევის საგნად არის ქცეული. ფოტო გვიჩვენებს, რომ ჩვენი მნათობი მინიმუმის დროსაც კი დუღს და გადმოდის. დედამიწაზე დიდი ზომის გავარვარებული პლაზმის ”ცეკვა” დისკოს კიდეებზე უფრო კარგად დაიმზირება (მრისხანე მზე; შემოდგომის გაცეცხლებული მზე; კიდევ მზის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.