M7, ყველაზე უფრო გამორჩეული ღია ვარსკვლავური გროვაა ღამის ცაზე. გროვა, რომელიც ძირითადათ ელვარე ცისფერი ვარსკვლავებისგან შედგება, შეუიარაღებელი თვალით მორიელის თანავარსკვლავედის კუდში ჩანს. მისი ასაკი დაახლოებით 200 მილიონი წელია, იქმადე მანძილი 1000 სინათლის წელი, ზომა კი 25 სინათლის წელი. დიდი დაყოვნებით გაკეთებული ფოტო, ნამიბიის ტერიტორიიდანაა გადაღებული (აფრიკა). გროვა M7 ჯერ კიდევ პტოლემეუსმა შეამჩნია, ჩვენი ერის 130-ე წელს. ფოტოზე ასევე ჩანს ბნელი მტვრის ღრუბლები და ჩვენი გალაქტიკის ცენტრის მილიონობით ფონური ვარსკვლავი.
ანტარესიდან სამხრეთით, ნისლეულებით მდიდარ მორიელის თანავარსკვლავედის კუდში, ემისიური ნისლეული IC 4628 მდებარეობს. მასიური ცხელი ვარსკვლავები, რომელთა ასაკი სუ რაღაც რამდენიმე მილიონი წელია, ნისლეულს უხილავი ულტრაიისფერი(1) სხივებით ანათებს, რომელიც ატომებიდან ელექტრონებს აგდებს. ეს ელექტრონები ატომებთან რეკომბინირებენ და ხილულ სინათლეს ქმნიან, რომელშიც წყალბადის წითელი ნათება ჭარბობს. ნისლეულამდე 6000 სინათლის წლის მანძილით, გამოსახულება 250 სინათლის წლის ზომის სივრცს მოიცავს, ხოლო ცაზე მისი ზომა ოთხი სავსე მთვარის დისკოს ხელაა. კატალოგში ეს ნისლეული Gam 56-ის სახელით არის შეტანილი, ავსტრალიელი ასტრონომის ქოლინ სთენლი გამის საპატივცემულოდ. თუმცა, ასტრონომიისა და ზღვის პროდუქტების მოყვარულები ამ კოსმოსურ ღრუბელს კრევეტისმაგვარსაც უწოდებენ.