უცნაური ობიექტი ბალტიის ზღვის ფსკერზე

 განძზე მონადირეებმა 90 მეტრის სიღრმეზე იდეალურად მრგვალი ფორმის სტრუქტურა აღმოაჩინეს. ობიექტის ფსკერზევე დათვალიერება მათჯერჯერობით ვერ შეძლეს. ამიტომაც აგორდა არმოჩენის გარშემო სპეკულაციების ტალღა.

მკვლევართა ჯგუფმა Ocean Explorer(შვედეთი) ბალტიის ფსკერის სკანირება ჩაატარა, საუკუნეების წინ ჩაძირული გემების მოსაძებნად. ჯგუფის სამიზნეა ძვირფასი ნივთები, მაგალითად შამპანურის და კონიაკის ბოთლები. ადრე ასეთმა „თხევადმა განძმა“ მის მფლობელს აუქციონზე გაყიდვით კარგი შემოსავალი მოუტანა.

თუმცა ძველი ბოთლების ნაცვლად შვედებმა ფსკერზე უცნაური ობიექტი აღმოაჩინეს, რომელმაც მსოფლიო პრესის ყურადღება მიიპყრო. როგორც Mail Online იუწყება სონარზე 18 მეტრის მრგვალი ობიექტი დაფიქსირდა.

შვედური ექსპედიციის მთავარი სამიზნეა – გემები, ჩაძირული პირველი მსოფლიო ომის დროს. ამჟამად ინიციატორებს აღარ ყოფნით სახსრები ფსკერის დაწვრილებით დასათვალიერებლად. შესაძლებელია, რომ საქმე ფინანსების მოზიდვაშია, იმიტომაც ატყდა აჟიოტაჟი ამ ამოუცნობი ობიექტის გარშემო((ufo) Peter Lindberg-ის ფოტო).

ექსპედიციის ხელმძღვანელმა პიტერ ლინდბერგმა განაცხადა, რომ არასოდეს უნახია ასეთი რამ, თუმცა 18 წლიანი მუშაობის განმავლობაში ძალიან დიდი დრო გაატარა საზღვაო ჰიდროლოკატორით ზღვის ფსკერის თვალიერებაში.

„დანარჩენმა მსოფლიომ უნდა გადაწყვიტოს“, – ამბობს ლინდბერგი:“ჩვენი ინტერესების სფეროს ეს ობიექტი არ წარმოადგენს, ზღვაში ყოფნის ყოველი საათი კი ძალიან ძვირი ჯდება. ეს შეიძლება უბრალო კლდე იყოს, ჩვენ კი არ შეგვიძლია დავხარჯოთ ფული, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ობიექტი დავათვალიეროთ საკუთარი თვალით, თუნდაც ეს ზღვის ფსკერზე მდგარი ახალი სთოუნჰენჯი აღმოჩნდეს“.

უძველესი მეგალითური ნაგებობის გარდა, ზოგიერთის აზრით, ეს შეიძლება იყოს მოწმობა უცხოპლანეტელების ვიზიტისა დედამიწაზე. თვითონ ობიექტი 19 ივნისს აღმოაჩინეს, წვრილმანები კი შვედურმა ჯგუფმა ერთი თვის მერე გამოაქვეყნა. კერძოდ, მათ დადეს ვიდეორგოლი, რგომელიც ექსპედიციის მუშაობისა და იდუმალი დისკოს ფორმის ობიექტის შესახებ მოგვითხრობს(ტექსტის ბოლოში).

ახლა უკვე, პირველაღმომჩენებთან ერთად, შვედურმა და უცხოურმა გაზეთებმა და რა თქმა უნდა ბლოგერება ლაპარაკი ამოუცნობ მფრინავ ობიექტზე(ამო) დაიწყეს. თითქოს „თეფშმა“ კატასტროფა განიცადა და ჩაიძირა. შვედების თქმით, უცნაური სტრუქტურის გარშემო ამოთხრილი ფსკერი შეიმჩნევა, რაც მახვილი კუთხით დაცემის ან ისევ აფრენის მცდელობას მოგვაგონებს.

ვარაუდი რა თქმა უნდა ძალიან მიმზიდველად ჟღერს. თუმცა ამ აზრის მტკიცებულების არანაირი ფაქტი არ არსებობს. ბუნებაში ბევრია წარმონაქმნი(კრატერები,კარსტული ღრმულები, კლდეები თუ გორაკები) პრაქტიკულად იდეალური მრგვალი ფორმით. ასე რომ უნდა დაველოდოთ „ამო“-სთან წყალქვეშა აპარატის ჩაშვებას, თუ ამ ნაბიჯის გადასადგმელად საერთოდ მზად აღმოჩნდება ვინმე.

http://www.youtube.com/watch?v=jwHE5816_XY&feature=player_detailpage

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.