ივლისში კინაღამ აპოკალიფსი მოხდა

 სანამ ყველა, ”შეპირებულ” ქვეყნიერების დასასრულს დეკემბერში ელოდება, მეცნიერთა მტკიცებით, აპოკალიფსი უკვე ივლისის თვეში კინაღამ მოხდა.

 2012 წლის 23 ივლისს დაკვირვებების 150 წლის განმავლობაში მომხდარ მზიურ ამოფრქვევათა შორის უძლიერესი მოხდა. მზე კი, როგორც ცნობილია, დედამიწაზე მიმავალ პრაქტიკულად ყველა პროცესზე ახდენს ზეგავლენას.

 იმ დღეს მზე-დედამიწის ურთიერთქმედების ობსერვტორიამ(Solar TErrestrial RElations Observatory, STEREO) მზიური ნივთიერების მასიური ამონაფრქვევი დააფიქსირა: მისი სიჩქარე 2880-დან 3520-მდე კილომეტრი იყო წამში. ექსპერტთა თქმით, მნათობზე დაკვირვების ისტორიაში ეს იყო ყველაზე უფრო სწრაფი მზირუი ქარი.

თანამგზავრების მდგომარეობის ილუსტრაცია და ერთ-ერთი მათგანი ქვედა ფოტოზე.

 აპარატები STEREO კოსმოსში 2006 წელს გაუშვეს, ისინი მზის გარშემო დედამიწის ორბიტის მაგვარ ორბიტაზე მოძრაობენ. გასული წლების განმავლობაში აპარატები ერთმანეთს ნელ-ნელა შორდებოდნენ და თან იღებდნენ მზის უამრავ სტერეო ფოტოებს, რომლებზეც მზის ქარიშხლების საინტერესო ანატომური თავისებურებები გამომჟღავნდა.

აპარატებიდან ერთ-ერთმა მიაღწია წერტილს(თანამგზავრი A), რომელიც ჩვენი პლანეტიდან 90 გრადუსით წინაა, მეორემ(B) დაიკავა ადგილი 90 გრადუსით უკან. აპარატებმა პირველად უზრუნველყვეს ასტრონომები მზის მთელი ზედაპირის, განუწყვეტელი(მთელი 360 გრადუსი) გადაღებებით.

ამიერიდან, როგორც სპეციალისტები ხსნიან, ნებისმიერი მოვლენა მზის ნებისმიერ წერტილზე, მაშინვე იქნება დაფიქსირებული და არ იქნება მოულოდნელი დედამიწის მცხოვრებთათვის.

მეცნიერებმა ასევე გადაამოწმეს მოსაზრება მზის სხვა და სხვა აქტიური უბნების ერთმანეთთან ზემოქმედების თაობაზე, იმაზე, რომ ზედაპირის სხვა და სხვა მხარეს მომხდარი ამოფრქვევები სხვა ამოფრქვევების გამომწვევნი არიან, ისინი თითქოს ერთმანეთს წარმოქმნილი დარტყმითი ტალღებით კვებავენ(მზიური ცუნამი).

 ყველზე ძლიერი ანთება მზეზე 1859 წელს დაფიქსირდა – კერინგთონის ანთება. ამოფრქვევის სიმძლავრე ისეთი იყო, რომ პოლარული ნათება ჰავაის კუნძულებზეც კი ჩანდა, ხოლო სატელეგრაფო სადენები ნაპერწკლებს ყრიდნენ. ასეთი მოვლენის შედეგები, ის რომ ახლა მოხდეს, მეცნიერთა თქმით, კატასტროფული იქნება. ელექტროქსელებისა და კომპიუტერების გლობალური მასშტაბით გათიშვა მსოფლიო კოლაფსს გამოიწვევს: ნასას განცხადებით ქარიშხალი ყველა მაღალ სიხშირული რადიოკავშირის რამდენიმე საათით ბლოკირებასაც გამოიწვევდა. კერძოდ, კავშირის გარეშე დარჩებოდნენ თვითმფრინავები, რაც უამრავი ავიაკატასტროფის მიზეზი გახდებოდა.

 საბედნიეროდ, ყოველივე ეს არ მოხდა. ჩვენ ელემენტარულად გაგვიმართლა: ამონაფრქვევი დედამიწას ასცდა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საშიშროებამ ჩაიარა. მზიური აქტიურობა მატულობს, მაქსიმუმს კი 2013 წელს მიაღწევს.

 მიყენებული ზიანის მინიმუმამდე დასაყვანად, ნასა ქმნის პროექტს – “მზიური ფარი”, რომლის მიზანი მზის შტორმით გამოწვეული ზარალის წინასწარმეტყველება იქნება “ერთეული ტრანსფორმატორის” დონეზე.

 თეორიულად მზიური ფარი ასე მუშაობს. ანთება ფიქსირდება თანამგზავრ SOHO-ს და ორი ერთნაირი აპარატი STEREO-ს მიერ. მაშინვე იქმნება დამუხტული ნაწილაკების ნაკადის სამ განზომილებიანი მოდელი. იგი საშუალებას იძლევა გავიგოთ, როდის მოაღწევს გამოსხივება დედამიწამდე(ეს კი 24-48 საათის შემდეგ ხდება).

 დედამიწამდე პლაზმის ნაკადი 30-60 წუთით ადრე თანამგზავრ ACE-ს გაივლის, რომელიც ლაგრანჟის წერტილში იმყოფება, დედამიწასა და მზეს შორის. ACE-ედან მიღებული მონაცემებით დაზუსტდება ნაკადის სიჩქარე და სიმკვრივე.

 კომპიუტერული მოდელირების ცენტრი მაშინვე გამოითვლის მაგნიტური ველის და დენის ძალას ატმოსფეროს ზედა ფენებში. ეს ინფორმაცია ოპერეტიულად გადაეცემა ენერგოქსელებს, რათა შტორმის მაქსიმალური მოქმედების დროს გამორთულ იქნას ყველაზე უფრო დაუცველი კვანძები და შეწყდეს ადამიანებისათვის საშიში სამუშაოები.

 ასეთი ტიპის ცრუ განგაში შეიძლება ძალიან ძვირი დაუჯდეს ენერგო კომპანიებს, თუმცა არც ავარიის შედეგები იქნება მცირე. ასე რომ პროგნოზის სიზუსტე ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია.

 მაგნიტური ქარიშხლების წინასწარმეტყველება რომც შევძლოთ, ვერ შევძლებთ შედეგების თავიდან აცილებას – ეს გაცილებით რთული ამოცანაა. დღევანდელი დღისთვის ყველაზე უფრო სრულყოფილი თანამგზავრული კავშირიც კი ვერ იძლევა უწყვეტი კავშირის გარანტიას. თუ ”ელექტრული პარალიჩი” მასშტაბური იქნება, მაშინ ისღა დაგვრჩენია ისევ იღბალს მივენდოთ.

 

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.