როგორც წესი, ზაფხულობით ყინულის ლღობა გრენლანდიის მთლიანი ფართობის ნახევარს მოიცავს ხოლმე.
კუნძულის ცენტრთან ახლოს, მაღლობებზე წარმოქმნილი წყალი, ძირითადათ, მალე ისევ იყინება. სანაპიროსთან ახლოს ის ნაწილობრივ ოკეანეში ჩაედინება. თუმცა წლევანდელ წელს დნობამ უოპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია: ახლა ის მყინვარის 97%-ს შეეხო.
ჯერჯერობით გაუგებარია, როგორ აისახება ეს გრენლანდიის წყლის კარგვის ტემპზე, მით უმეტეს – მსოფლიო ოკეანის დონეზე. ”გრენლანდიის ყინულოვანი ჯავშანი საკმაოდ დიდი ფართობის მქონე რეგიონია ცვლილებათა დიდი ისტორიით – ამბობს ემერიკელი გლიაციოლოგი(ბუნებრივი ყინულების შემსწავლელი) ტომ ვაგნერი – ახლანდელი მოვლენა სხვებთან ერთად, როგორიცაა პეტერმანის მყინვარში გაჩენილი მასშტაბური ბზარი, რაღაც კომპლექსური პროცესის ნაწილია. თანამგზავრული დაკვირვებები ჩვენ იმის გაგებაში გვეხმარება, როგორ არის ეს ყველაფერი ერთმანეთთან და მსოფლიო კლიმატის უფრო ფართო კონტექსტთან დაკავშირებული”.
მონაცემები დნობის ფართობის უეცარი გაზრდის შესახებ სონ ნგემმა(Son Nghiem) აღმოაჩინა, ინდური თანამგზავრიდან მიღებული მასალებით. ”ყველაფერი ისეთი მოულოდნელი იყო, რომ თავიდან შეცდომაზეც კი ვფიქრიბდი” – ამბობს მეცნიერი. კონსულტაციებისა და დამატებითი მონაცემების გადამოწმებით ყველაფერი დამტკიცდა: ტემპერატურამ და დნობის სიჩქარემ მყინვარის მთელს ფართობზე მკვეთრად მოიმატა.
სულ რაღაც რამდენიმე დღეში, 2012 წლის 8-დან 12 ივლისის ჩათვლით, 40% დნობადი ყინულოვანი ჯავშანისა 97%-მდე გაიზარდა. ეს პროცესი გრენლანდიის თავზე მაისში დაწყებული თბილი ჰაერის მასების დაგროვებასთან ერთად მიმდინარეობდა, ამ გროვების ყოველი ახალი ნაკადი წინაზე უფრო ძლიერი იყო. ბოლო მათგანი სწორედ 8 ივლისს გამოჩნდა და მყინვარის თავზე ”გაიჩხირა”, გაფანტვა კი მხოლოდ 16 ივლისს დაიწყო.
დნობა პოლარული სადგურის – სამიტის რაიონშიც დაფიქსირდა, გრენლანდიის ცენტრალურ ნაწილში, 3,2 კილომეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ასეთი რამე დიდი ხანია არ მომხდარა: ყინულის სინჯების ანალიზის მიხედვით, ამ რეგიონში ყინულის ლღობა ბოლოს 1889 წელს დაფიქსირდა, ეს კი გარკვეულ ოპტიმიზმს აჩენს. ახლანდელი დნობა, მიუხედავად იმისა, რომ მასშტაბურია, არ წარმოადგენს ერთეულ შემთხვევას: შესაძლებელია, რომ გრენლანდიაში ეს 150 წლიანი სიხშირით ხდება. თუ ეს მომავალ წლებშიც განმეორდა, მაშინ მდგომარეობა საგანგაშო გახდება.