დიდი ვარსკვლავების გაჩენა, რომლებიც ათეულებით და ასეულებით მზის მასას იწონიან, ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინათ მეცნიერებს თითქოსდა გადაუჭრელი პრობლემის წინაშე აყენებდნენ. პირველადი გაზურმტვროვანი ღრუბლიდან კონდენსირებისას, ისინი საკმაოდ სწრაფად იძენენ თერმობირთვული რეაქციის წამოწყებისათვის საჭირო მასასა და სიმკვრივეს, ვარსკვლავი აციმციმდა – მისმა გამოსხივებამ კი შემომფარგვლელი ღრუბლის ნარჩენები გაფანტა, რითაც ვარსკვლავს ბოლომდე ჩამოყალიბების საშუალება არ მისცა. აღმოჩნდა, რომ რეალურად ასე არ ხდება! წლების განმავლობაში ამ გამოცანის ამოხსნა ვერავინ შეძლო.
მეცნიერთა დიდმა ჯგუფმა ა.შ.შ-დან, გერმანიიდან და მექსიკიდან ამ კერკეტი კაკლის გატეხვის შესახებ გააკეთა განცხადება. დიდი ვარსკვლავის გაჩენის უფრო დეტალური კომპიუტერული მოდელირების საშუალებით დადგინდა, რომ, კოლაფსირებს რა მკვრივ წარმონაქმნად, გაზურმტვროვანი ღრუბელი სფერულ ფორმას მაშინვე კი არ იღებს, არამედ წაგრძელებულ ძაფისმაგვარ შესქელებებს წარმოქმნის. ეს ძაფები რადიაციას შთანთქავენ, რომელიც ახლად დაბადებული ვარსკვლავიდან მოდის. გამოსხივება, ასეთნაირად, გაზურმტვროვან ღრუბელს აცხელებს, ის სანთლის მსგავსად ციმციმებს, თუმცა გარემო სივრცეში არ იფანტება.
”დიდი ვარსკვლავის მისღებად გაზისა და მტვრის ძალიან დიდი რაოდენობაა საჭირო. გრავიტაცია მის ნაწილაკებს წაგრძელებულ მკვრივ ძაფებად კონდენსირებას აიძულებს, რომლებიც ღრუბელში სწრაფად მზარდ ვარსკვლავს მატერიით ამარაგებენ” – განმარტავს ნაშრომის ერთ-ერთი ავტორი.
მაშინაც კი, როცა ვარსკვლავმა უკვე ნათება დაიწყო, ანუ მასში თერმობირთვულმა რექაციამ სტარტი აიღო, მტვროვანი ღრუბელი კონდენსირებას აგრძელებს. ვარსკვლავის ულტრაიისფერი გამოსხივება შემომფარგლავ გაზს აიონიზირებს, 10 ათას გრადუსამდე გავარვარებული ნისლეულის წარმოქმნით. ასეთ პირობებში ნისლეული კოსმოსურ სივრცეში საბოლოოდ უნდა გაიფანტოს.
ნისლეულში გაზისა და მტვრის რაოდენობა სკმარისად ბევრია, საკუთარი გრავიტაციის ზემოქმედებით ისინი, ვარსკვლავთან მიახლოებასთან ერთად, ძაფისმაგვარ ჩახლართულ სტრუქტურებს ქმნიან. ახალგაზრდა ვარსკვლავის მათში მოძრაობისას ეს სტრუქტურები ულტრაიისფერ გამოსხივებას შთანთქავენ და უწესრიგო ფორმის ნისლეულს გამოსხივებისაგან ასეთნაირად იცავენ(ჰიპერახალი ვარსკვლავები, პირველი ვარსკვლავები).