იშვიათი მოვლენა, 2004 წლის ვენერას გავლა მზის დისკოზე, ერთ-ერთ ყველაზე კარგად ფოტოგრაფირებულ ციურ მოვლენად იქცა (ვიდეო).
ყველა ადგილზე, საიდანაც ტრანზიტი კარგად ჩანდა, მხატვრული და მეცნიერული ღირებულების ფოტოების დიდი რაოდენობა შეიქმნა. მეცნიერული თვალსაზრისით, მზიურმა ფოტოებმა დაამტკიცა, რომ შავი წვეთის ეფექტი უკავშირდება კამერის ან ტელესკოპის გამჭვირვალეობას და არა ვენერას ატმოსფეროს. მხატვრული თვალსაზრისით, ფოტოები შეიძლება რამდენიმე კატეგორიად დაიყოს. პირველი – ეს არის ვენერას ფოტო მზის ზედაპირის კარგად გამოხატულ ფონზე. მეორე – ეს არის საინტერესო დამთხვევების სურათიც: მაგალითად, ვენერას და თვითმფრინავის სილუეტები ან დაბალ ორბიტაზე მდებარე ვენერა და საერთაშორისო კოსმოსური სადგური. მესამე – ეს არის გამოსახულება კადრში მოხვედრილი უცნაური ფორმის ღრუბლებთან ერთად. ეს ფოტო ა.შ.შ-ს ტერიტორიიდან არის გადაღებული, შტატი ჩრდილოეთ კაროლინა. მზის დისკოზე ვენერას მომდევნო ტრანზიტი 2012 წლის ივნისში მოხდება (6 ივნისის დილას, მზის ამოსვლისთანავე ვენერა უკვე მის დისკოზე იქნება, ტრანზიტი 8:85-ზე დასრულდება)(ქართველებმაც გადაიღეს).
ვენერა ქრომოსფეროს ფონზე.