დედამიწაზე არც ისე ბევრი წყალია, როგორც შეიძლება მოგვეჩვენოს. თუ პლანეტის მთელ წყალს შევაგროვებთ, ის 1400 კილომეტრი დიამეტრის სფეროში ჩაეტევა. ეს მონაცემები ამერიკის გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლებმა გაავრცელეს. წყალი, დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 70% ფარავს. პლანეტის წყლის ძირითადი მარაგი ოკეანეებზე მოდის – დაახლოებით 96,5%. წყალი ასევე არის ჰაერში, მყინვარებში, მიწის ქვეშ, ცოცხალ ორგანიზმებში. მიუხედავად ამისა, ამ ყველაფრის გათვალისწინებითაც, დედამიწის წყლის მოცულობა პატარა ზომის, პლანეტური მასშტაბებით თუ ვილაპარაკებთ, სფეროს მოცულობის ტოლი იქნება – 1,4 მილიარდი კუბური კილომეტრი. დედამიწის ზედაპირზე თუნდაც ამდენი წყლის არსებობა და არის თუ არა დედამიწის სიღრმეებში მნიშვნელოვანი რაოდენობის წყალი – ეს კითხვები კვლევის საგანად რჩება (ოკეანეები ძალიან ადრე გაჩნდა).
