იო იუპიტერის ფონზე

 იო, იუპიტერის ოთხი დიდი ბუნებრივი თანამგზავრებიდან ყველაზე ახლოსაა პლანეტასთან. ოთხივე თანამგზავრი 1610 წლის 7 იანვარს გალილეო გალილეიმ აღმოაჩინა, ამიტომ გალილეისეულ თანამგზავრებს უწოდებენ, მათი (ტიტანი) დანახვა დედამიწიდან მცირე სიმძლავრის ტელესკოპებითაც არის შესაძლებელი. იუპიტერის თანამგზავრთა საერთო რიცხვი კი 67-ზე მეტია.

 ფოტო 10 მილიონი კილომეტრის მანძილიდან საპლანეტათშორისო სადგურმა „კასინიმ“ გადაიღო (გაადიდე).

 იოს დიამეტრი 3 642 კილომეტრს შეადგენს, რაც მას მზის სისტემის სიდიდით მეოთხე თანამგზავრად ხდის. ის გეოლოგიურად ყველაზე აქტიურ ობიექტად ითვლება, რადგან მის ზედაპირზე 400-ზე მეტი მოქმედი ვულკანია. ეს გეოლოგიური აქტიურობა, მასზე იუპიტერის, ევროპის და ჰანიმედის(ყველაზე დიდია მზის სისტემაში) მხრიდან მოქმედი გრავიტაციული მოქცევებით, ბირთვის შეკუმშვა გაფართოების დროს ხახუნის გამო, პერიოდული გაცხელებებითაა გამოწვეული. ზოგიერთი ვულკანიდან გოგირდისა და გოგირდის დიოქსიდის ამოფრქვევა იმდენად ძლიერია, რომ ამონატყორცნილი მასა ზედაპირიდან 500 კილომეტრის სიმაღლემდე ადის. იოს ზედაპირზე ასზე მეტი მთაა, რომლებიც ზედაპირიდან თანამგზავრის სილიკატური ქერქის საფუძველის შეკუმშვით აიზიდნენ მაღლა. ზოგიერთი ასეთი პიკი დედამიწისეულ ევერესტზე მაღალია.


ვულკანური ამოფრქვევა იოზე(Hubble,NASA).

 მზის სისტემის შიდა ნაწილის ბუნებრივ თანამგზავრთა უმრავლესობისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადათ ყინულისაგან შედგება, იოს შემადგენლის უმეტესი ნაწილი გამდნარი რკინის ან გოგირდოვანი რკინის ბირთვის შემომფარგლავი სილიკატური ქანებისგანაა ჩამოყალიბებული. ზედაპირზე დიდი(იოს რუკა) რაოდენობითაა ვაკეები, რომლებიც გაყინული გოგირდით ან გოგირდის დიოქსიდით არის დაფარული. ვულკანური ფერფლი და ლავას ნაკადები ზედაპის ფორმას უცვლის და განსხვავებული ფერებით ღებავს – ყვითელი, თეთრი, წითელი, შავი და მწვანე, რაც გოგირდის ალოტროპებისა და მისი შენაერთების დამსახურებაა. ზედაპირზე ასევე დაიმზირება ლავას 500 კილომეტრამდე სიგრძის ვრცელი ნაკადები.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.