ეს მონაცემები მეცნიერებს ვენერაზე დაფიქისირებული უცნაური ანათებების გამოცანის და კომეტების კუდებში მიმავალი პროცესების ახსნაში დაეხმარებათ.
ჩრდილოეთის და სამხრეთის პოლარული ნათებები მზიდან მომავალი დამუხტული ნაწილაკების ჩვენი პლანეტის მაგნიტური პოლუსების ახლოს, ატმოსფეროს ზედა ფენებზე შეჯახებით წარმოიქმნება. მაგნიტური გადაერთების სახელით ცნობილ ამ პროცესს მაგნიტური ენერგიის სითბურ და კინეტიკურ ენერგიაში კონვერტირება შეუძლია.
მაეცნიერებმა მაგნიტური გადაერთება შეამჩნიეს პლანეტებზე, რომლებსაც საკუთარი მაგნიტური ველი გააჩნიათ – მერკური, დედამიწა, იუპიტერი და სატურნი. ეს მაგნიტური ველები მზის ქარის შემადგენელ დამუხტულ ნაწილაკებს პლანეტის შემომფარგლავი სფეროს(მაგნიტოსფეროს) გასწვრივ გადახრიან. მაგნიტური გადაერთება მაგნიტოსფეროში შეიძლება მოხდეს, რაც პოლარული ნათებებისა და მაგნიტური ქარიშხლების მიზეზი ხდება.
ქარის ზემოქმედების ქვეშ მყოფი პლანეტის მხრიდან საწინააღმდეგო მხარეს, მაგნიტური ველი წაგრძელებულ ფორმას იღებს. მაგნიტური ველის არ ქონის მიუხედავად, ვენერასაც გაუჩნდა ასეთი კუდი, გამოწვეული მზის ქარის მიერ. ქარი ვენერას იონოსფეროზე ზემოქმედებს, რომელიც ელექტრულად დამუხტული იონებითაა სავსე.
ევროპის კოსმოსური სააგენტოს თანამგზავრის Venus Express-ით მიღებული ახალი მონაცემების გამოყენებით, მეცნიერებმა მაგნიტური გადაერთება ვენერას კუდში აღმოაჩინეს. შედეგად პლაზმის 3400 კილომეტრიანი მაგნიტური ბუშტი გაჩნდა, რომელიც 94 წამის განმავლობაში შენარჩუნდა.
”უცნაურია, მაგრამ ვენერასა და დედამიწის პლაზმის დინამიკა ერთმანეთს ჰგავს, განსხვავებული მაგნიტური გარემოს მიუხდავად, საკუთარი მაგნიტური ველის არ ქონის პირობებში”, ამბობს კლვლევის წამყვანი ავტორი ტილონგ ჩჟანი, ავსტრიის აკადემიის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტისა და Venus Express-ის მაგნიტომეტრის მთავარი სპეციალისტი.
”ვენერაზე პოლარული ნათებების მიზეზი დიდი ხნის განმავლობაში აუხსნელი რჩებოდა, მას ხომ მაგნიტური ველი არ გააჩნია. ახლა კი საიდუმლოს შეიძლება ფარდა აეხადოს. გარდა ამისა, ეს მონაცემები ვენერასავით მაგნიტური ველის არ მქონე კომეტების კუდების გადაერთებების მექანიზმის გაგებაშიც დაგვეხმარება” – დასძენს ჩჟენი.