ახალ კვლევაში ნათქვამია, რომ უნდა არსებობდნენ მილიარდობით სიცოცხლისათვის თავსებადი კლდოვანი სტრუქტურის პლანეტები, მკრთალი წითელი ვარსკვლავების გარშემო.
თუმცა ამ უცხო პლანეტების აღმოჩენა ძნელია და მხოლოდ რამოდენიმე ასეთი სისტემაა აღმოჩენილი, ისინი მაინც ყოვლისმომცველი რაოდენობით უნდა იყვნენ ჩვენს გალაქტიკაში. ბევრი მათგანი უცხო სიცოცხლის ჩასახვის საუკეთესო კანდიდატია.
კვლევის შედეგები დაფუძნებულია 102 წითელი ჯუჯას კვლევაზე, რომლებიც სუსტი ნათებით, დაბალი ტემპერატურებითა და მცირე მასებით გამოირჩევიან. მიუხედავად ამისა ისინი უფრო არიან სიცოცხლისათვის თავსებადნი, ვიდრე მზე. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავთა 80% სწორედ წითელ ჯუჯებზე მოდის.
გამოიყენეს რა სპექროგრაფი HARPS–ი, რომელიც ლა-სილას 3,6 მეტრიან ტელესკოპზეა დამონტაჟბული(ჩილე), ასტრონომებმა 6 წლის გნმავლობაში დედამიწაზე ცოტა უფრო დიდი 9 პლანეტა აღმოაჩინეს. სუპერდედამიწებად წოდებულ ამ პლანეტებს, ერთიდან ათი დედამიწის მასა შეიძლება ჰქონდეთ, ცხრადან ორი კი მშობლიური ვარსკვლავის ორბიტაზე სიცოცხლისაათვის თავსებად ზონაში იმყოფებიან, სადაც წყალი თხევად მდგომარეობაში შეიძლება იყოს.
ამ მონაცემთა ექსტრაპოლაციით, მეცნიერებმა დაითვალეს, რომ ჩვენს გალაქტიკაში ათეულობით მილიარდი, ხოლო მზესთან ახლოს 100-მდე ასეთი პლანეტა შეიძლება არსებობდეს.
” HARPS-ით ჩვენს მიერ ჩტარებული კვლევები აჩვენებენ, რომ წითელ ჯუჯათა 40%-ს გააჩნიათ სასიცოცხლო ზონაში მყოფი სუპერდედამიწები, რომელთა ზედაპირზე თხევადი წყალია”, ამბობს ჯგუფის ლიდერი ხავიერ ბონფილსი. ”წითელი ჯუჯების რაოდენობა იმდენად დიდია, 160 მილიარდამდე ირმის ნახტომში, რომ ამ ფაქტს ძალიან საინტერესო დასკვნამდე მივყავართ, ჩვენს გალაქტიკაში ათეულობით მილიარდი ასეთი ტიპის მარტოხელა პლანეტაა”.
ორი პლანეტა, სასიცოხლო ზონის შიგნით, ვარსკვლავ Gliese 581 და Gliese 667-თან აღმოაჩინეს. ამ უკანასკნელთან მყოფი ერთ-ერთი პლანეტა პირდაპირ სასიცოცხლო ზონის ცენტრში მდებარეობს. მასით დედამიწაზე ოთხჯერ მძიმეა, თუმცა ის ჩვენი პლანეტის, აქამდე აღმოჩენილთა შორის, ყველაზე უფრო მსგავს პლანეტად ითვლება.
ეს და სხვა პლანეტები მომავალი კვლევების საუკეთესო კანდიდატები არიან, უნდა დადგინდეს მათი ატმოსფეროების შემადგენლობა და გამოვლინდეს შესაძლო ცოცხალი ორგანიზმების რაიმე ნიშნები.