სენასაციური შედეგები დტექტორ OPERA-ზე იქნა მიღებული(Oscillation Project with Emulsion-tRacking Apparatus), რომელიც იტალიის ალპების ქვეშ, 1400 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს, გრანსასოს მიწისქვეშა ლაბორატორიაში(Laboratori Nazionali del Gran Sasso).
აქ ტაუ-ნეიტრინოს კონები მოფრინავენ, რომლებსაც 732 კილომეტრის იქეთ, ცერნში მყოფი პროტონული სუპერსინქროტრონი(SPS) წარმოქმნის. ამ გზას ნეიტრინოები დაახლოებით 3 მილიწამში ფარავენ.
ნეიტრინო – სტაბილური ნეიტრალური ლეპტონი ½ სპინით. დაბალი ენერგიის ნეიტრინო უკიდურესად სუსტად ურთიერთქმდებს ნივთიერებასთან. 3-10 მევ. ენერგიის მქონე ნეიტრინოს წყალში თავისუფალი გარბენის სიგრძე 100 სინათლის წელია(!!!).
1800 ტონიანი დეტექტორი OPERA, გამოვსებული ელექტრონიკითა და მძიმე ფოტოფირფიტებით(OPERA-ას ფოტო).
2 წლიანი ექსპერიმენტების მერე მკვლევარებმა შეამჩნიეს, რომ ნეიტრინოები დეტექტორში გამოთვლილ დროზე ადრე ხვდებიან – დაახლოებით 60 ნანოწამით ადრე(სულ დაფიქსირებული იქნა 16 000 შემთხვევა, ეს შეიძლება ანგარიშგასაწევ სტატისტიკად ჩაითვალოს).
მეცნიერებს შეუძლიათ გაზომონ მანძილი, რომელსაც ნაწილაკები გადიან ±20 სანტიმეტრის სიზუსტით, მოძრაობის დროში კი ისინი არ შეცდებიან ±10 ნანოწამზე მეტად. მიღებულმა შედეგებმა ყველა საგონებელში ჩააგდო.
სინათლის სიჩქარე ვაკუუმში(300 000 კილომეტრი წაში) ითვლება მაქსიმალურად შესაძლებელ სიჩქარედ. არაფერს შეუძლია უფრო სწრაფად მოძრაობა, ამტკიცებს თანამედროვე ფიზიკა, რომლის საფუძველში აინშტაინის ფარდობითობის სპეციალური თეორია დევს. მეცნიერების მიერ ჩატარებულ ათასობით ექსპერიმენტში ეს მუდმივა არ დარღვეულა.
ახლა მეცნიერები თხოვენ ყველას, ვისაც კი ამ მონაცემების გადამოწმება შეუძლია. ეს კი მხოლოდ ორ ლაბორატორიაშია შესაძლებელი: ფერმილაბი(ა.შ.შ.) და იაპონური T2K. თუმცა პირველს არ გააჩნია ისეთი სიზუსტის მოწყობილობა, როგორიც ევროპელებს აქვთ, ხოლო მეორე გაჩერებულია მომხდარი ცუნამისა და მიწისძვრის გამო.
როგორც არ უნდა იყოს, სამყარო არ გადაბრუნდება, ნეიტრინოები უკვე მილიარდობით წელია ბომბავენ დედამიწას და სამყაროს(ის თერმობირთვული რეაქციის მეორადი პროდუქტია). ადამიანის თვალის გუგაში წამში მილიარდობით ნეიტრინო გადის.
ახალი ცოდნა შეცვლის ფიზიკოსების წარმოდგენებს სამყაროზე. თუ ეს ნაწილაკები მართლაც სინათლეს ასწრებენ, სჭირო გახდება ახალი კანონზომიერებებისა და ახსნების მოძებნა.
ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი მოვლენის, რაღაცნაირი მაინც, ახნა მეცნიერებს უკვე გააჩნიათ. მაგალითად, შესაძლებელია, ხდება ერთგვარი კოსმოსური „მოკლე ჩართვა“: ნეიტრინოები დროზე ადრე დეტექტორში სხვა განზომილებაში გადასვლით ხვდებიან.