ჩვენი გალაქტიკის ცენტრი ძალიან მშფოთვარე ადგილია. ხილულ დიაპაზონში ის არ ჩანს, სინათლის მშთანთქავი, სქელი ვარსკვლავური ღრუბლების გამო. ინფრაწითელში კი გაზი, უფრო, ანათებს, ვიდრე შთანთქავს გამოსხივებას, რაც მილიონობით ვარსკვლავის დანახვის შესაძლებლობას იძლევა. შედარებით ნათელი ცენტრი სურათზე, ქვემოთ, მარცხნივ მოჩანს, იქამდე მანძილი 26 000 სინათლის წელია, მშვილდოსნის თანავარსკვლავედის მიმართულებით. ცენტრთან ახლოს მდებარე რეგიონები რადიოდიაპაზონში კაშკაშებს და მაღალი ენერგიის სხივებს ასხივებს, რაც ზემასიური შავი ხვრელის არსებობაზე მეტყველებს.
მზე, გალაქტიკის ცენტრის გარშემო თავის სისტემასთან ერთად ბრუნავს და ერთ წრეს 226 მილიონი წელი ანდომებს, მოძრაობის სიჩქარე 220 კმ/წმ. ასტრონობმები 226 მლნ. წელს გალაქტიკურ წელიწადს უწოდებენ.
შედარებით მცირე ზომის რეგიონი ჩვენს გალაქტიკაში, რომლის რადიუსი დაახლოებით 3000 სინათლის წელია, მკვეთრად განსხვავდება მისი დანარჩენი ნაწილების თვისებებისგან. ცენტრში, ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესები მიმდინარეობს , აქვე მდებარეობს გალაქტიკის ბირთვიც, რომელმაც ოდესღაც, ხელი შეუწყო ჩვენი ვარსკვლავური სისტემის კონდენსაციას ვარსკვლავებად, პლანეტებად, ასტეროიდებად თუ გაზებად.
სპირალური გალაქტიკა ე.წ. მკლავებით, მკლავებიც რა თქმა უნდა ვარსკვლავებისგან შედგება, ერთ-ერთ მათგანში, ცენტრიდან შორს, მზე მდებარეობს. შემდეგ, ხნიერი ვარსკვლავებით ”დასახლებული” მოყვითალო ბირთვი. ბირთვის ცენტრში არის ზემასიური შავი ხვრელი, ასეთი მასშტაბის ილუსტრაციაზე მისი გამოყოფა შეუძლებელია, იმდენად მცირეა ეს რეგიონი გალაქტიკის ზომებთან შედარებით.
გალაქტიკის ცენტრი ჩვენგან 26 000 ათასი სინათლის წლითაა დაშორებული, მშვილდოსნის თანავარსკვლავედის მიმართულებით. გალაქტიკურ სიბრტყეში თავმოყრილია ვარსკვლავური მტვრის ძალიან დიდი რაოდენობა, რომელიც ვარსკვლავებისგან გამოსხივებულ სინათლეს შთანთქავს. ამიტომ ცენტრი ხილულ დიაპაზონში ფაქტიურად არ ჩანს, არც შეუიარაღებელი თვალით და არც მძლავრი ოპტიკური ტელესკოპებით. ცენტრზე დაკვირვება შესაძლებელია რადიო, ინფრაწითელ, რენტგენისა და გამა დიაპაზონებში.
გალაქტიკების ევოლუციის არსებული მოდელის მიხედვით, ბირთვები, მათი კონდენსაციისა(დალექვის) და პირველადი ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების დაწყების ადგილია. ითვლება, რომ ბირთვის ცენტრში მდებარეობს ზემასიური შავი ხვრელი, რომლის მასა დაახლოებით 3,7 მილიონი მზის მასის ტოლია. მასის დადგენა, ხვრელთან ახლოს მდებარე ვარსკვლავების მოძრაობის ტრაექტორიების შესწავლით მოხდა. ბირთვის ცენტრიდან მომავალი გამოსხივება შავ ხვრელზე ახლოს მდებარე ვარსკვლავური გაზისა და მტვრის აკრეციით(ხვრელის გარსემო მბრუნავი გაზირ-მტვროვანი დისკო) ჩნდება. მასხივებელი რეგიონის რადიუსი დაახლოებით 375 სინათლის წუთია.