რუსმა ასტრონომებმა ეკზოპლანეტის „მთვარე“ აღმოაჩინეს

 პულკოვოს ობსერვატორიის ასტრონომებმა ეკზოპლანეტის თანამგზავრი აღმოაჩინეს(РИА Новости).

 ნამუშევრის ჩარჩოებში მეცნიერები პლანეტა WASP-12b გამოიკვლიეს, რომელიც 2008 წლის აპრილში აღმოაჩინეს(იმ მომენტისთვის ის ყველაზე ცხელი და სწრაფი პლანეტა იყო. SWEEPS-10). ის დედამიწას 800 სინათლის წლითაა დაშორებული. დაკვირვებები ორი ტელესკოპის საშუალებით ხდებოდა, ესენია: ЗА-320М პულკოვოში და МТМ-500М ჩრდილოეთ კავკასიაში.


პულკოვო, რუსეთი.


კისლოვოდსკი, ჩრდილოეთი კავკასია, რუსეთი.

 დაკვირვებებით მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა შეძლეს WASP-12b-ს ელვარების პერიოდულობის დადგენა, ანუ რხევები პლანეტის ელვარებაში. ეს შეიძლება ორნაირად აიხსნას – ლაქებით პლანეტის ზედაპირზე ან თანამგზავრით, როგორიც მთვარეა დედამიწისთვის.

 მკვლევარები მეორე ვირსიისკენ უფრო იხრებიან, რადგან ჩავარდნებს ელვარებაში რეგულარული ხასიათი აქვთ. მათი გამოთვლებით, აღმოჩენილი მთავრის დიამეტრი იუპიტერის 0,57 შეადგენს. შედარებისთვის, თვითონ WASP-12b-ს დიამეტრი იუპიტერის დიამეტრის 1,74 შეადგენს.

 რუსმა ასტრონომებმა დაადგინეს, რომ „კეპლერის“ მიერ აღმოჩენილი ეკზოპლანეტა KOI-256b ნამდვილად პლანეტაა, მისი დიამეტრი იუპიტერის დიამეტრის 1,83 უტოლდება.

 კოსმოსური კვლევების დირექტორმა ლევ ზელიონიმ განაცხადა, რომ რუსი ასტრონომები დამოუკიდებლად დაიწყებენ ეკზოპლანეტების ძებნას. ამისათვის ისინი ხსენებულ პულკოვოს ობსერვატორიას გამოიოყენებენ.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.