ასტრონომებმა შორეული კოსმოსის პასიური გალაქტიკები აღმოაჩინეს

  მეცნიერთა ჯგუფისთვის, რომლებმაც ახლახანს შორეულ კოსმოსში პასიური გაალქტიკები აღმოაჩინეს, დიდ სიურპრიზად იქცა ის, რომ მათში გაურკვეველი მიზეზების გამო ვარსკვლავთფორმირების პროცესი შეწყვეტილია, პორიქით, ეს გალაქტიკები ჩამოყალიბებული, შემდგარი ვარსკვლავებით არიან დასახლებულნი. რატომ „აირჩიეს“ ამ გალაქტიკებმა განვითარების ასეთი სცენარი უცნობია.

 

გამოსახულებაზე, რომელიც მიიღეს 12 მეტრიანი APEX-ითა და ორბიტალური „სპიცერით“ ინფრაწითელ დიაპაზონში, პასიური გალაქტიკები წითელი ფერითაა წარმოდგენილი.

რადიოტელესკოპი APEX(ევროპის სამხრეთული ობსერვატორია).

 ცალკეული პასიური გალაქტიკები ასტრონომებმა აღმოაჩინეს რეგიონში, რომელიც Extended Chandra Deep Field South-ის სახელითაა ცნობილი. აღმოჩნდა, რომ ადრე ამ გალაქტიკებს გარკვეული თავისებურება გააჩნდათ – ბევრი სხვა გალაქტიკისგან განსხვავებით, ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესები აქ უფრო სწრაფად მიმდინარეობდა. ამ პროცესის დამაჩქარებელი მექანიზმი კი გალაქტიკების შერწყმაა, ამ დროს დაწყებული ინტენსიური ვარსკვლავთფორმირება აღარ ტოვებს პროცესის გასაგრძელებელ გაზურ-მტვროვან ნივთიერებას, რის გამოც ხსენებულ პროცეს დროებითი მოვლენის ხასიათი აქვს.

 ეს ცალკეული გალაქტიკები ერთმანეთს ეჯახებოდნენ და მრავალრიცხოვან კლასტერებს ქმნიდნენ, რომელთა ფორმირებაში მთავარ როლს გალაქტიკური ჰალო და ბნელი მატერია თამაშობს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.