ვინმეს შეიძლება მოეჩვენოს, რომ გამყინვარების პერიოდის დაგვიანების ამბავი კარგი სიახლეა, თუმცა მეცნიერები ასე არ ფიქრობენ. ფლორიდელი მკვლევარი ჯიმ ჩენელი, რომელიც გეოლოგიის პროფესორია, აცხადებს, რომ „ანტარქტიკის დასავლეთი ნაწილის ყინულის ლოდები დათბობითაა დესტაბილიზირებული. ისინი გადნებიან და მსოფლიო ოკეანეების დონეს აწევენ. ყინულები იქამდე აგრძელებენ დნობას, სანამ არ დაიწყება ახალი, გამყინვარების პერიოდის სახელით წოდებული ერა“.
საზოგადოდ მიღებული ასტრონომული მოდელის მიხედვით, მნიშვნელოვანი დათბობა დედამიწაზე 11 000 წლის წინ დაიწყო და 1500 წლის განმავლობში ეს პერიოდი გამყინვარებით უნდა შეცვლილიყო. თუმცა, ატმოსფეროში ნახშირმჟავა გაზის მომატებულმა რაოდენობამ ბუნებრივი პროცესის სვლა დაარღვია, რითაც სათბური ეფექტის გაჩენის წინაპირობა შექმნა.
დედამიწის გაცივების ბუნებრივი მოდელის დარღვევის გამო, მეცნიერები შიშობენ, რომ ამან ჩვენს პლანეტაზე კლიმატის კატასტროფული ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს. მეცნიერთა თქმით, გამყინვარების პერიოდი მინიმუმ 10 000 წელია აგვიანებს.
ჩვენ, ის რომ გამყინვარება რამდენიმე ათასი წლით იგვიანებს, შეიძლება კარგ სიახლედ მოგვეჩვენოს, თუმცა მკვლევარები ამბობენ, რომ როგორც გაცხელებულ ძრავს ჭირდება დროული გაცივება, ასევე უნდა გაცივდეს დედამიწაც და თუ ეს საჭირო მომენტში არ მოხდა, ტემპერატურა მკვეთრად დაიწყებს ზრდას, რაც ცოცხალი არსებების განადგურებას გამოიწვევს.
ატმოსფეროში ნახშირმჟავა გაზის დონის აწევის გამო, ჩვენი პლანეტის „ბუნებრივი გაცივების სისტემა“ დარღვეულია და ეს რამენაირად უნდა გამოსწორდეს(მზე გამყინვარებით გვემუქრება!?).