მთვარის მეორე მხარე

ინტერნეტში გამოქვეყნადა მთვარის უხილავი მხარის ყველაზე დეტალური გამოსახულება. გამოსახულება შედგენილია იმ უამრავი ფოტოების საშუალებით, რომლებიც ნასას ზონდმა LRO-ომ გადაიღო. დღევანდელი ფოტოს გარჩევადობის შესაძლებლობა არ არის მაქსიმალური – მთვარის ზოგიერთი მონაკვეთი ადრე უფრო დეტალურად იქნა გადაღებული. თუმცა მთვარის მეორე მხრის ასეთი ზუსტი გამოსახულება მეცნიერებმა პირველად გააკეთეს. ზოგიერთი ცალკეული კადრი გადაიღეს LRO-ს სპეციალური ფართო კუთხიანი კამერით (Wide Angle Camera).

მოძრაობს თუ არა მზე თავისი პლანეტებით სხვა უფრო დიდი ვარსკვლავის გარშემო?(თორნიკე)

რა თქმა უნდა არა. მზეზე დიდი ვარსკვლავების ახლო სივრცეში ექსტრემალური პირობებია. ასეთი ვარსკვლავი ახლოს რომ ყოფილიყო, დედამიწაზე ვერანაირი სიცოცხლე ვერ გაჩნდებოდა .