ვარსკვლავი ოთახის ტემპერატურით

როგორც სრულფასოვანი ვარსკვლავები, ყავისფერი ჯუჯებიც გაზური ღრუბლების კოლაფსით ფორმირდებიან (ერთ ადგილზე შეგროვება და შეკუმშვა), თუმცა ისინი თერმობირთვული რეაქციების დიდხანს შენარჩუნებას ვერ ახერხებენ არასაკმარისი მასის გამო.

სპიცერის სახელობის ორბიტალური ტელესკოპი.

 

ცუნამი, მიწისძვრა და “სუპერსავსემთვარეობა”

 ეს არის წყლის მასებზე მძლავრი ზემოქმედებით წარმოქმნილი გრძელი ტალღები. ცუნამი ძირითადათ წყალქვეშა მიწის ძვრებითაა გამოწვეული(85%), ამ დროს ხდება ოკეანის ფსკერის სწრაფი გადაადგილება (აწევა ან დაწევა). ის ნებისმიერი მიწის ძვრის დროს ჩნდება, თუმცა დიდ სიმძლავრეს აღწევს, როცა მაგნიტუდა 7 და მეტი ბალია. ცუნამის 80% წყნარი ოკეანის პერიფერიებზე ხდება. მოვლენის პირველი მეცნიერული აღწერა ხოსე დე აკოსტამ გააკეთა 1586 წელს. მაშინ მძლავრმა მიწის ძვრამ 25 მეტრიანი ტალღები წარმოშვა, რომლებიც ხმელეთზე 10 კილომეტრის მანძილეზე შეიჭრნენ(პერუ).