როდის მოვა სიგნალი გედის 16-დან?

 1999 წელს, ვარსკვლავური სისიტემა გედის 16-სკენ დედამიწიდან რადიო სიგნალი გაიგზავნა, უკრაინაში არსებული დიდი რადიოტელეკოპიდან (П-2500 (РТ 70)) გაიგზავნა. ეს ვარსკვლავური სისტემა დედამიწას სულ რაღაც 69 სინათლის წლითაა დაშორებული, მზისმაგვარი ორი ვარსკვლავისა და ერთი მკრთალი წითელი ჯუჯასგან შედგება, ანუ სამმაგი ვარსკვლავური სისტემაა. 1996 წელს, გედის 16-ის ერთ კომპონენტთან ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს. ჩვენი პლანეტიდან გაგზავნილი რადიო სიგნალი სისტემას 2069 წელს მიაღწევს. სიგნალი გაგზავნილი იქნა უცხო ცივილიზაციასთან კონტაქტის დასამყარებლად, თუ ასეთი, რა თქმა უნდა, საერთოდ არსებობს იქ.



 რადიო ტელესკოპი П-2500 (РТ 70), საბჭოთა ეპოქაში აგებული ერთ-ერთი დიდი რადიო ტელესკოპია. სხვადასხვა რადიო ასტრონომული ამოცანების გარდა, პასიური დაკვირვება კოსმოსური ობიექტების საკუთარ გამოსხიბვებაზე, კომპლექსში, მძლავრი გადამცემიც შედის, რომლის საშუალებით აქტიური კოსმოსური ექსპერიმენტებიც ტარდება, ამ ობიექტებისკენ გაგზავნი რადიო სიგნალების ანარეკლის კვლევით. მსოფლიოში სულ სამი ასეთი სიმძლავრის რადარია – გოლდსთოუნი (კალიფორნია,ა.შ.შ.), ევპატორია (უკრაინა) და რადიო ტელეკოპი სოფელ გალიონკიში (რუსეთი). (გადამცემი აქვს არესიბოს მსოფლიოში ყველაზე დიდ ტელესკოპსაც, თუმცა ეს ტელესკოპი უძრავია და სიგნალს მხოლოდ იქით გადასცემს საითაც იმ მომენტში დედამიწის ეს ადგილია მიტრიალებული. არესიბოს ტელესკოპი 2020 წლის დეკემბერში დაინგრა).

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ გედის 16-ში შესაძლებელია იყოს სიცოცხლე და ამ სიგნალის მიღების მერე, უცხოპლანეტელები საპასუხო სიგნალს გამოაგზავნიან 🙂

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.