უცხოპლანეტელების საძებნელი ტელესკოპი 5 წელიწადში მზად იქნება

 უცხოების ძებნა შესაძლებელია სითბოს საშუალებით მოხდეს, რომელსაც მათი ცივილიზაციები ასხივებენ. თუმცა, ამხელა საქმეს მეგატელესკოპი დასჭირდება, რომლის დაგეგმარება ფაქტობრივად უკვე დაიწყო. ტელესკოპი სახელად „კოლოსი“ (როდოსის კოლოსი) 77 მეტრი იქნება, ყველაზე დიდი ტელესკოპი რაც კი ოდესმე შექმნილა. 1 მილიარდიან ტელესკოპს შუა ნაწილზე ექნება თხელი სარკე და ირგვლივ პატარა სარკის სეგმენტები. ტელესკოპის მგრძნობელობა იმდენად დიდი იქნება, რომ ის ქალაქების ან ცივილიზაციისთვის დამახასიათებელ სხვა ნიშნების შემჩნევას დედამიწიდან 60-70 სინათლის წლით მოშორებულ პლანეტებზე შეძლებს. თუ ისეთი ინვესტორი გამოჩნება, რომელიც ასეთ საქმეზე თანხას არ დაიშურებს, მაშინ ტელესკოპი 5 წელიწადში მზად იქნება, განაცხადა ჰავაის ინსტიტუტის ასტრონომმა ჯეფ კუნმა. ასეთი ტელესკოპის აგება საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება სამეცნიერო ისტორიაში. პირველი უცნაური სიგნალის მერე – „ვაუ“(SETI), რომელიც 1977 წელს იქნა მიღებული, მსგავსი აღარაფერი მომხდარა. შესაძლებელია, უცხოები სულაც არ გვიგზავნიან  სიგნალებს, ისინი ისეთი რადიო არხების საშუალებით ამყარებენ კონტაქტს, რომელთა გამოყენება ჩვენ აზრადაც არ მოგვსვლია. იმედია, დედამიწიდან კოსმოსში გაგზავნილ სიგნალებს ჩვენზე განვითარებული ცივილიზაცია-დამპყრობელი არ მიიღებს. ტელესკოპ „კოლოსის“ დიდი პლიუსი კი იმაშია, რომ მას სხვებისგან შეუმჩნევლად შეუძლია მოძებნოს და დაიჭიროს სიგნალი, რომელსაც უცხო ცივილიზაცია ასხივებს. გუნდი, რომლიც ამ ტელესკოპზე მუშაობს, უკვე ეძებს თანხებს და ინვესტორს კოლოსის ასაგებად. ისინი ორი მიმართულებით დაიწყებენ ძიებას: ერთი იქნება “კოსმოსური” ცივილიაციების ძებნა და მეორე – რადიო ტელესკოპებით ძებნა. ეს არ არის ასტრონომული პროექტების შეჯიბრი, ეს საკაცობრიოდ და ისტორიულად ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს, განაცხადა გუნდის წამყვანმა მეცნიერმა ჯეფ კუნმა(ანომალური მოვლენები).
ავტორი: თეო ჯაფარიძე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.