საბჭოთა კავშირს ჰქოდა რიგი პროექტებისა და ორი პარალელური პროგრამის (მთვარის შემოფრენა და მთვარეზე დაჯდომა) რეალიზაციის მცდელობები მთვარის ათვისებასთან დაკავშირებით.
ეს, საბჭოთა კოსმოსური პროგრამის მნიშვნელოვან ელემენტად ითვლებოდა და დიდი ხნის განმავლობში იყო ტიტულირებული თავისი დანიშნულებისა და პრიორიტეტის გამო (შექმნილი იყო მთვარეზე გადასასხმელ კოსმონავტთა ჯგუფიც). სხვადასხვა საკონსტრუქტორო ბიუროებს შორის წამოწყებული შეჯიბრის გამო, ანალოგიური დანიშნულების პროექტები ერთდროულად ორ და მეტ მათგანში მუშავდებოდა. მთვარეზე გასაშვები ხომალდის განსხვავებული ვარიანტები იქმნებოდა კარალიოვის, ჩელომეისა და იანგელის საკონსტრუქტორო ბიუროებში. ისინი, ასევე, ზემძლავრი რაკეტა მატარებლის აგებაზეც მუშაობდნენ. საქმის ასეთმა მსვლელობამ საშუალებებისა და ძალების არასწორი გადანაწილება გამოიწვია. სწორედ ამიტომ ვერ მოახერხა სსრკ-მ მთვარისკენ გაფრენა და ვერც პილოტირებული მისიის განხორციელება.