2016 წლის 3 იანვარს, 12 წელი შესრულდა მომენტიდან, როცა მარსის ზედაპირს მარსმავალი „სპირიტი“ შეეხო. ეს 2004 წლის 3 იანვარს მოხდა.
„სპირიტი“, ახლა უკვე ლეგენდარული, მარსის საკვლევი მისიის წყვილი აპარატებიდან( Mars Exploration Rovers /MER/ NASA) ერთ-ერთია, „ოპორტუნიტი“ კი მისი ტყუპი მარსმავალი, რომელიც მარსის საპირისპირო მხარეს 3 კვირით გვიან დეშვა – 2004 წლის 24 იანვარს. მისიის მიზანი წყლის კვლების ძებნა იყო, როგორც მიკრობული სიცოცხლის წყაროსი, თუ ის, წითელ პლანეტაზე ოდესმე მართლაც არსებობდა.
12 წლის წინათ, მარსმავალმა ე.წ. „შიშის 6 წუთი” გადაიტანა, ამ დროის განმავლობაში ის მარსის თხელ ატმოსფეროში მაღალი სიჩქარით მიქროდა. პარაშუტის მოშორების მერე, გუსევის კრატერში, საჰაერო ბალიშებით 20-ზე მეტი ნახტომი გააკეთა. დროის სწორედ ამ ინტერვალს უწოდებენ „შიშის 6 წუთს“(შიშის 7 წუთი).
დაგეგმილი 3 თვის ნაცვლად, მარსმავლებმა წლების განმავლობაში იმუშავეს. „სპირიტთან“ კავშირი 2010 წელს გაწყდა, ხოლო „ოპორტუნიტი“, მარსზე გადაადგილებას ახლაც აგრძელებს და საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია.
მთლიანობაში, „სპირიტმა“ 7,73 კილომეტრი გაიარა და დედამიწაზე 128 000-მდე ფოტოსურათი გადმოსცა. ეს კი უკანასკნელი პანორამაა, რომელიც 2010 წელს გადაღებული ფოტოებისგან არის გაკეთებული.
309 კადრისგან შემდგარი ვიდეორგოლი სამ წლიანი ისტორიული ლაშქრობის დემონსტრაციას ახდენს. პატარა კრატერებით დაფარული გზის სიგრძე 21 კილომეტრია.
ვიდეოში, ინდევორის კიდე მოჩანს, რომელიც ჰორიზონტთან, მოგზაურობის დასაწყისშივე ჩანდა, ხოლო შემდეგ, მიახლოებასთან ერთად, ის სულ უფრო დიდი ხდებოდა. მოგზაურობის დროს საშიში ლანდშაფტების შემოვლაც იყო გათვალისწინებული.
მარსმავალთან მომუშავე ჯგუფმა ხმაც ჩაწერა, დაბალ სიხშირიანი მონაცემები 1000-ჯერაა აჩქარებული.
ხმა აქ, აპარატის ვიბრაციაა, წარმოქმნილი მარსის ზედაპირზე მოძრაობის დროს”, ამბობს პაოლო ბელუტა, მისიის გეგმის შემდგენი რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიიდან(პასადენა, კალიფორნიის შტატი). ”როცა ხმა მაღალია, აპარატი მყარ ნიადაგზე მოძრაობს ან პირიქით, ქვიშაზეა და ხმაც უფრო რბილდება.
“ოპორტუნიტიმ” და მისმა ტყუპისცალმა, მარსმავალმა ”სპირიტმა”, სამ თვიანი ძირითადი მისია 2004 წლის აპრილში დაასრულა. ორივე აპარატი დამატებით რამდენიმე წელი ფუნქციონირებდა, ორივემ გააკეთა მნიშვნელოვანი აღმოჩენა მარსის ტენიანი რეგიონების შესახებ, სადაც მიკრობული სიცოცხლის არსებობაა შესაძლებელი(მარსმავლები).